თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2015, 16:48
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2750,
კომენტარები: 8
"ბეილი "იუნაიტედს" იდეალურად მოერგება"
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა
დღევანდელ დღეს მადრიდის "რეალის" ნებისმიერი ფეხბურთელის გამომშვიდოდება კლუბთა უკან გადადგმულ ნაბიჯად ითვლება, მაგრამ მთლად ასეც არ არის. როცა საქმე გარეტ ბეილს ეხება, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ საკუთარი საფეხბურთო კარიერის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

კვირას ელ კლასიკოს ვუყურე და ნათელი იყო: ბეილს უჭირს. "ბარსელონასთან" დამარცხებაზე რეაქცია, კრიტიკა ესპანური პრესისგან და ქომაგი სიტუაციას არ აუმჯობესებს. გარეტს შესანიშნავი პირველი სეზონი ჰქონდა და ვაფასებ მის სურვილს იბრძოლოს ადგილისთვის კლუბში, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა.

მიმაჩნია, რომ კლუბიდან ბეილის წასვლის ერთადერთი ვარიანტი - კლუბის მიერ მისი გაგდებაა. როგორც კლუბის სარეკორდო შენაძენმა, მას შეუძლია იფიქროს, რომ დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, მაგრამ უკვე ვნახეთ, როგორ შორდება "რეალი" ვარსკვლავებს - მაგალითად, მესუთ ოზილს და ანხელ დი მარიას.

ვგრძნობ, რომ გარეტი იდეალურად მოერგება "მანჩესტერ იუნაიტედს". რა თქმა უნდა, როგორც ქომაგს მსურს გუნდში მისი ხილვა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ "იუნაიტედში" მარტივად ჩაეწერებოდა, როცა პრემიერ ლიგაში მარცხენა მცველის პოზიციიდან საუკეთესო შემტევ ფეხბურთელად იქცა.

"ბეილი "იუნაიტედს" იდეალურად მოერგება"


"ოლდ ტრაფორდზე" მას შეიყვარებდნენ. სანაცვლოდ კი ის კლუბს მომდევნო სეზონში ტიტულისთვის მებრძოლ რეალურ პრეტენდენტად აქცევდა. "იუნაიტედში" ჩემი კარიერის დროს მინახავს, როგორ მოდიოდნენ ახლები და კლუბის ისტორიას ცვლიდნენ. ერიკ კანტონადან დუაით იორკამდე და რუუდ ვან ნისტელროიდან უეინ რუნიმდე. ეს ყველანი - დიდებული ფეხბურთელები არიან, რომლებიც "იუნაიტედის" დიდებულ ფეხბურთელებად იქცნენ. ბეილს ამ წარმატების გამეორების პოტენციალი აქვს.

ყველა კარგი ფეხბურთელი უნდა დააფასო. ბეილი "იუნაიტედში" მოვიდოდა ცვლილებების ეპოქაში, დროში, როცა "იუნაიტედი" ლიდერებს ეძებს. მადრიდი ყოველთვის იცვლება: ახალი პრეზიდენტები, ყოველ ზაფხულს ხმაურიანი ტრანსფერები. "იუნაიტედში" ორი წლის წინ ასევე დიდი ცვლილელები მოხდა, მაგრამ სერ ალექსის წასვლის შემდეგ კლუბი ჯერ კიდევ ეძებს ძველ სტაბილურობას.

ვფიქრობ, "რეალი" შეხვედრის პირველ ნახევარში შესანიშნავად თამაშობდა. ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი თამაშს ისე აკონტროლებდნენ, როგორც არავინ "ნოუ კამპზე" ბოლო 10 წლის განმავლობაში. მადრიდელები ქმნიდნენ საგოლე მომენტებს, მაგრამ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ თითქოს იდეები გამოელიათ.

თავისთვის მიუჩვეველ პოზიცაზე თამაშისას ბეილი უკმაყოფილო ჩანდა. შემიძლია გავიგო, რატომ სურს მადრიდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენა, მაგრამ ვერავინ იტყვის, უიღბლოაო, თუ ორი სეზონის მერე წავა - მან ხომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ინგლისურ ფეხბურთში კი გარეტს არაფერი მოუგია და ალბათ სურს მოიგოს. ფენომენალური ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერ ლიგაში ადაპტირებისთვის დრო არ სჭირდება.

გასაკვირია, რომ კერიკს ასე ცოტა მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში

ვფიქრობ, დღეს მაიკლ კერიკი ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. კლუბში წამყვან პოზიციებს დაუბრუნდა და ალბათ, ნაკრებშიც. ნაკრების ფორმით მოედანზე უფრო ხშირად უნდა გამოსულიყო - ამჟამად მის ანგარიშზე მხოლოდ 31 მატჩია. გასაოცარია, რომ მას უფრო ნაკლები მატჩი აქვს, ვიდრე უელბეკს (დენის აქტივში 32 შეხვედრაა).

როგორც ადრე დავწერე, ვერავინ დააფასებს მაიკლს ისე, როგორც ნახევარმცველი, რომელიც მასთან ერთად "იუნაიტედში" მხარდამხარ თამაშობდა. უსწრაფესი ფეხბურთელი არ არის. თავბრუდამხვევ პასებს არ იძლევა. ბევრ გოლს ვერ იტანს. მაგრამ მასთან ერთად თამაში მომწონდა. ყოველთვის საჭირო ადგილზე იყო. მაიკლი მოედანზე მოქმედების თავისუფლებას მანიჭებდა.

33 წლის ასაკში მაიკლს იგივეს გაკეთება ინგლისის ნაკრებშიც შეუძლია პარტნიორებისთვის. შემტევ ნახევარმცველებს ხშირად აწვდის პასს, რომლებიც ახლოს არიან, რითაც წინ წასვლის შანსს აძლევს და თანაც არ შიშობენ, რომ საკუთარ დაცვით ფუნქციებს ტოვებენ. ფრენკ ლამპარდის ან სტივენ ჯერარდისთვის იდეალური პარტნიორი იქნებოდა, მაგრამ უმეტესად სწორედ ეს ორი თამაშობდა ერთად.

"ბეილი "იუნაიტედს" იდეალურად მოერგება"


არ ვფიქრობ, რომ კერიკს ნაკრებში სტაბილურად თამაშის საშუალება მიეცა. როგორც კი ინგლისი ცუდ შედეგებს აჩვენებდა, ამისთვის სასჯელს კერიკი იხდიდა. ეროვნულ გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, მაგრამ დიდ ტურნირზე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიოანტზე ეკვადორის ნაკრების წინააღმდეგ. ნაკრებში უფრო ხშირად უნდა ეთამაშა და ესპანელი ან გერმანელი რომ ყოფილიყო, ასეთი შესაძლებლობა აუცილებლად მიეცემოდა.

"იუნაიტედში" უკვე დიდი ხანია ბევრი რამ მაიკლ კერიკზეა დამოკიდებული, მაგრამ ინგლისის ნაკრების მწვრთნელის ნდობით ვერასდროს სარგებლობდა.

წყარო: Carrick.ru
სქოულზის გრაფა
8 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
27 მარტი 2015 16:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გამიხარდება ამის ხილვა იუნაიტედში თან პრემიერ ლიგა რა ხილია უკვე იცის. ამ წუთებში ბეილი უფრო სასარგებლო ფეხბურთელი იქნება იუნაიტედისთვის ვიდრე დი მარია. ხვალ და ზეგ რა იქნება არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: AkkRed
27 მარტი 2015 16:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაც ამაში უნდა დაიხარჯოს ფული, მასზე უკეთესი მოვიყვანთ 2-3 კაცს და სხვადასხვა პოზიციებიც უფრო გაგვიძლიერდება.
0
№3
ავტორი: dati-mata
27 მარტი 2015 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
ams reali imshemtxvavashi gaushvebs tu de gea chairtveba transfvershi rac asi celi ar minda me piradad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№4
ავტორი: A.HERRERA
27 მარტი 2015 17:05
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ბეილის პრემიერ ლიგაში ნახვა კარგი იქნება, ჩვენთან რო წამოსულიყო თავის დროზე რეალის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, მარა არც ახლაა გვიან. შანსი გვაქვს მაგრამ რეალი ამას ისე არ გამოუშვებს რო სარგებელი არნახოს, ან ძაან დიდ თანხას მოითხოვენ ან ჩვენს მეკარეს და პლიუს თანხას ...
0
№5
ავტორი: RojoDiablo
27 მარტი 2015 17:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მიმაჩნია, რომ კლუბიდან ბეილის წასვლის ერთადერთი ვარიანტი - კლუბის მიერ მისი გაგდებაა.


ასეთ შემთხვევაშიც და ისეც, თუნდაც საკუთარი ნებით დატოვოს კლუბი (რაც ძალიან მეეჭვება) ბეილი შესაძენი თანხა სოლიდური იქნება და კიდევ ერთხელ მოუწევს დახარჯვა კლუბს. გარდა ამისა და დაცვის პროგრესის მიუხედავად, მაინც გვჭირდება სხვადასხვა პოზიციების გაძლიერება. ალბათ ჩვენც გავყიდით ერთი-ორ ფეხბურთელს, მაგრამ ისეთ თანხას ვერავისში ავიღებთ, რომ აღმოფხვრას. შემოსავალი არ აკლია იუნაიტედს და ბეილი ყველას გვინდა, მაგრამ თუ იმის ფასად იქნება, რომ დანარჩენ პოზიციებზე საერთოდ არ მოიყვანენ (მარჯვენა მცველს, მაგალითად), ან მოიყვანენ დაბალი დონის ფეხბურთელს, არა მგონია ღირდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
27 მარტი 2015 17:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დახატავდა იუნაიტედს მარა არ გადმოვა. თუ რამე და რეალს შეუთანხმდნენ ამას დე ხეა შეეწირება და არამგონია ვინმეს ეგ უნდოდეს

კერიკმა ბოლო წლებში უფრო მოუმატა და ალბათ იმსახურებდა ნაკრებში მეტ შანსს. მამენტ სქოულზი არ დააფასეს კერიკს ვინ ჩივის
0
№7
ავტორი: Rooni
27 მარტი 2015 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Sadaa beili da kai cxovreba
0
№8
ავტორი: Macklemore
28 მარტი 2015 14:46
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
არმინდა ამ პიტალოში 100 ან თუნდაც 70 მილიონი გადაიხადონ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top