მარუან ფელაინის მიაჩნია, რომ მომდევნო სეზონში მისი გუნდი ტიტულის მოგებას მოახერხებს.
პრემიერ ლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მეოთხე ადგილზე მყოფი "იუნაიტედი" ლიდერ "ჩელსის" 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა "ლურჯებს" თადარიგში გამოტოვებული მატჩი აქვთ.
მარუან ფელაინი ფიქრობს, რომ ლონდონელთა გადასწრება მიმდინარე სეზონში უკვე შეუძლებელია, თუმცა ამას მომავალ წელს გააკეთებენ.
"ვფიქრობ, ამ სეზონში ტიტულს "ჩელსი" მოიგებს. მომდევნო სეზონში კი ვალდებულები ვიქნებით თასი ავწიოთ და დავამტკიცოთ, რომ ინგლისში საუკეთესო გუნდი ვართ. ამისთვის საჭიროა ბევრი ვიმუშაოთ და მუდამ სრულყოფილებას ვესწრაფვოდეთ.
ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ოთხეულში მოხვედრაა. ჩემპიონთა ლიგაზე არ ვთამაშობთ, რაც ჩვენი კლუბისთვის უჩვეულოა. ასე რომ, ყველაფერი უნდა გავაკეთებთ, რათა ეს წარუმატებლობა არ გავიმეოროთ. მიმდინარე სეზონს ნამდვილად დავასრულებთ უტიტულოდ, ამიტომ ვალდებულები ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ." - განაცხადა ფელაინიმ.