"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჰადერსფილდ თაუნი" რის ჯეიმსის იჯარის თაობაზე შეთანხმედნენ, რომელიც ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე ახალ კლუბში თამაშის უფლებას დართავს.
მარცხენა მცველმა "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტი წინა თვეში გააფორმა და 21-წლამდელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა, ახლა კი გამოცდილებას "ჯონ სმიტის" სტადიონზე მიიღებს.
ჯეიმსი ერთხელ უკვე იყო განათხოვრებული, როცა "როტერჰემში" ასპარეზობდა, ხოლო "იუნაიტედის" რიგებში ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა ლიგის თასზე და პრემიერ ლიგის მატჩებში სამჯერ დასახელდა სათადარიგოთა განაცხადში.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინასასეზონო ტურნეზე რისმა ორი გოლის გატანა მოახერხა.