"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას სახელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს", სადაც იკერ კასილიასის შემცვლელად მოისაზრებენ.
მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "ატლეტიკოს" ყოფილი მეკარის დიდი თაყვანისმცემელია.
მაგრამ ფილ ნევილს, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" 10 წელი გაატარა, სჯერა, რომ დავიდი "იუნაიტედში" დარჩება.
"ვფიქრობ, დე ხეა ერთადერთი, რასაც ელოდება, ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" კვალიფიცირებაა.
ეს ფეხბურთელებისთვის დღესდღეობით მნიშვნელოვანია და ასევეა "იუნაიტედის" მოთამაშეებისთვისაც, რადგან მათ მაღალ დონეზე თამაში სურთ.
ასე რომ, დე ხეასთვის, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მთავარია და თუ "იუნაიტედი" გავა, დე ხეა "ოლდ ტრაფორდს" არ დატოვებს.
ესპანელი ფეხბურთელების თაობაზე ყოველთვის არის შიში, რადგან ყველა ფიქრობს, რომ "რეალისა" და "ბარსას" რიგებში თამაში მათი ოცნებაა. იკერ კასილიასი აღარ არის ახალგაზრდა და შესაძლოა ის მადრიდში თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს, ამიტომ ახალ მეკარეს მოძებნიან, მაგრამ "იუნაიტედმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც მის ძალებს არ აღემატება, რათა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე - ტიბო კურტუასთან ერთად - შეინარჩუნოს." - განაცხადა ნევილმა.