"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი აპირებს "არსენალის" ნებისმიერი შეთავაზება დაბლოკოს კრის სმოლინგის თაობაზე.
"მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი კრისის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია და მის შეძენას ადრეც ცდილობდა, როცა ინგლისელი "ფულჰემში" თამაშობდა.
მცირე ხნის წინ პრესაში გავრცელდა ხმები, თითქოს "არსენალი" მიმდინარე სეზონის ბოლოს 12 მლნ. ფუნტს გადაიხდის სმოლინგის შესაძენად.
თუმცა ამჟამად ვენგერს ისღა დარჩენია, რომ დაელოდოს, როდის შეიცვლის ვან გაალი აზრს. ჰოლანდიელი სპეციალისტი 25-წლის მცველთან განშორებას აპირებს.
სმოლინგმა და მისმა თანაგუნდელმა ფილ ჯონსმა საბოლოოდ გადაწყვიტეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და კარგ ფორმაში იმყოფებიან, რაც საუკეთესოდ აისახა გუნდის დაცვის თამაშზე - მიმდინარე სეზონში მხოლოდ "საუთჰემპტონსა" და "ჩელსის" აქვთ უფრო ნაკლები გოლი გაშვებული, ვიდრე "იუნაიტედს".
"როცა სეზონის დასაწყისში გაზეთებს წაიკითხავდი, ჩვენს მცველებს ყველა აკრიტიკებდა, მაგრამ ახლა გაშვებული გოლების სიმცირის მხრივ პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე ვართ და არავინ აპირებს მცველების შექებას.
არადა ესენი სწორედ ის მცველები არიან, რომელთაც ადრე ვიყენებდი. ისინი შეგიძლიათ ამოატრიალოთ ან შეატრიალოთ, მაგრამ ნამდვილად ისევ ისინი არიან." - განაცხადა ვან გაალმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრისის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ვან გაალი ნდობის დამტკიცებას ახალი შეთავაზებით აპირებს.