"იუნაიტედის" ირგვლივ გავრცელებული სატრანსფერო ჭორები.
გარეტ ბეილი არ აპირებს მადრიდის "რეალის" დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარი მისი თამაშით უკმაყოფილოა.
"რეალის" ერთ-ერთი ქომაგი იმდენად გაბრაზდა "ეს კლასიკოში" ბეილის თამაშით, რომ მატჩის შემდეგ ფეხბურთელს სტადიონს გარეთ დაელოდა, სადაც უელსელის "ბენტლის" დაარტყა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ ინარჩუნებს ბეილის მიმართ ინტერესს, თუმცა მომდევნო წლამდე მოცდა მოუწევს, რადგან ბეილი 2013 წელს გაფორმებული 6-წლიანი კონტრაქტის გაწყვეტას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.
"იუვენტუსის" აღმასრულებელი დირექტორი პეპე მაროტა აცხადებს, რომ
პოლ პოგბა საკუთარ მომავალს თავად განაგებს და მისი შენარჩუნება იტალიურ კლუბს გაუჭირდება.
მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა
სამი ხედირამ Kicker-ს განუცხადა, რომ კლუბის დატოვებას აპირებს და ამას მიმდინარე სეზონის ბოლოს გააკეთებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი კლუბია იმ შვიდს შორის, რომელიც
დანი ალვეშით ინტერესდება.
ბრაზილიელს არა მარტო კონტრაქტი ეწურება და სათამაშო ფორმა ეკარგება, არამედ
ცუდი გემოვნებაც ჰქონია.
ლონდონის "არსენალი" ჯერ კიდევ ინარჩუნებს ინტერესს "იუნაიტედის" ცენტრალური მცველის
კრის სმოლინგისადმი.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს ფეხბურთელის შეძენა "მეთოფეებმა" ვერ მოახერხეს, არსენ ვენგერი მიმდინარე სეზონის მიწურულს კიდევ ერთხელ ეცდება ინგლისელის შეძენას.
წყარო:
M.E.N.