"იუნაიტედის" პირველ გუნდში მოხვედრის შემდეგ ბლეკეტმა 10 მატჩის ჩატარება მოახერხა და მისმა დამაჯერებელმა თამაშმა ახალი 2-წლიანი კონტრაქტის მოუპოვა.
თუმცა 11 იანვარს "საუთჰემპტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელს არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
"იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბს სჯერა, რომ ვან გაალის გუნდში რეგულარული სათამაშო დროის მისაღებად ბლეკეტს გამოცდილების მიღება სჭირდება.
ამიტომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან ტაილერი ჩემპიონშიპის გუნდში გაანათხოვრონ, ამისთვის კი დღეს უკანასკნელი დღე იქნება, რადგან კლუბებს ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანის უფლება ჩამოერთმევათ.