"პორტუს" მცველის შეძენის იმედი "მანჩესტერ იუნაიტედს" გაეზარდა, რამეთუ დანილომ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" ინტერესის შესახებ არაფერი იცის.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მცველი გახდა და პრესის თანახმად "რეალი" მზად იყო მასში სოლიდური თანხა გადაეხადა.
23-წლის ფეხბურთელმა კი უარყო მადრიდულ კლუბთან ყოველგვარი კონტაქტი და თანაც დასძინა, რომ დიდი კლუბების მხრიდან ასეთი ინტერესი მის მოტივაციას წაადგება.
"ჩემდამი დიდი კლუბების ინტერესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ერთ მათგანთან არ მისაუბრია და არაფერი ვიცი მადრიდის "რეალის" შემოთავაზების შესახებ.
ამჟამად მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვფიქრობ, მერე კი მომავალზეც ვისაუბრებთ.
"პორტუსთან" ერთად შესანიშნავი პერიოდი მაქვს და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული." - განაცხადა დანილომ.