რობინ ვან პერსის დაბრუნების თარიღი ცნობილია, ჰოლანდიელი ფეხბურთელი მანჩესტერული დერბისთვის დაბრუნება.
ერთ თვეზე მეტი ხნის წინ "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში მიღებული ტრავმის გამო რობინმა 5 თამაში გამოტოვა.
თუმცა ჰოლანდიელი ფეხბურთელი დაბრუნებას 12 აპრილს მოახერხებს, როცა მისი გუნდი მეზობელ "სიტის" მეორე ადგილისთვის ბრძოლაში "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება.
სანაკრებო შესვენებას ვან პერსი სახლში გაატარებს, თუმცა დარბაზში "იუნაიტედის" ფიზიოთერაპევტის თანხლებით უკვე დაიწყო ვარჯიში.
რობინის არ ყოფნაში "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ოთხივე მატჩი მოიგო - მათ შორის "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ - თუმცა ინგლისის თასზე ვან პერსის ყოფილ გუნდთან დამარცხდა.
31-წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, თუმცა იანვარში მან განაცხადა, რომ საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება და არ იცის, შესთავაზებს თუ არა მას "იუნაიტედი" ახალ კონტრაქტს.