"მეთოფეები" "წითელი ეშმაკის" შეძენას ეცდებიან.
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზადაა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველისადმი ინტერესი განაახლოს და 12 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
როგორც ცნობილია, ვენგერი ძალიან დიდი ხანია ინტერესდება კრის სმოლინგით და მის შეძენას ჯერ კიდევ 2010 წელს ეცადა, როცა კრისი "ფულჰემში" თამაშობდა.
თუმცა, მაშინ სმოლინგმა "წითელი ეშმაკები" აირჩია.
გასულ სეზონში "არსენალი" კიდევ ერთხელ ცდილობდა ინგლისელის შეძენას, მაგრამ ლუი ვან გაალმა სანაცვლოდ ტომას ვერმაელენი მოითხოვა. "ემირეიტსის" მკვიდრებმა მსგავსი მოლაპარაკება იუარეს და შეთანხმება არ შედგა.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონის ბოლოს "მეთოფეები" კრისის თაობაზე კიდევ ერთხელ გააკეთებენ შეთავაზებას და ვენგერს სჯერა, რომ ფეხბურთელის შესაძენად, რომელსაც კონტრაქტი წელიწადნახევარში ეწურება, 12 მლნ. ფუნტი საკმარისი იქნება.
ფრანგი სპეციალისტი აპირებს კრისით პერ მერტესაკერი ჩაანაცვლოს, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გაყიდის თუ არა "იუნაიტედი" თავის მცველს, მაგრამ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვან გაალი მატს ჰუმელსის შეძენას აპირებს და შესაძლოა სწორედ სმოლინგმა გაუთავისუფლოს მას ადგილი.
წყარო:
the guardian