როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Mail იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" საბოლოოდ მიუახლოვდა მატს ჰუმელსს. გერმანელის მეშვეობით ინგლისელები დაცვას გააძლიერებენ.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Mail იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" საბოლოოდ მიუახლოვდა მატს ჰუმელსს. გერმანელის მეშვეობით ინგლისელები დაცვას გააძლიერებენ.
რამდენიმე წელი ბორუსიაში ყოფნისა და ერთგულების დამტკიცების შემდეგ, მატს ჰუმელსმა გადაწყვიტა დაეტოვებინა გუნდი, რომლის საქმეებიც ბუნდესლიგაში ცუდად მიდის. როგორც მოსალოდნელია, ისინი წელს ვერ გავლენ ჩემპიონთა ლიგაზე.
რაც შეეხება ჰუმელსს, ეს იქნება ლუი ვან გაალის გუნდისთვის კარგი შენაძენი, რომელიც დაცვის ცენტრში პრობლემებს აღმოფხვრის.
"დორტმუნდი" 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ £36 მილიონს ითხოვს. "წითელი ეშმაკები" მზად არიან გადაიხადონ შესაბამისი თანხა მის შესაძენად.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქიდან მოყოლებული ინტერესდება "იუნაიტედი" ფეხბურთელით, თუმცა ამ დრომდე ის გუნდის ერთგული რჩებოდა.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.