გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ ლიგის სამი გუნდი "არსენალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთმანეთს "პსჟ"-ს იტალიელი ნახევარმცველის, ვერატისთვის შეეცილებიან.
ფრანგული გამოცემების ცნობით, 22 წლის იტალიელის გაფორმება £40 მილიონად იქნება შესაძლებელი.
თუმცა მრავალი კლუბის ინტერესის მიუხედავად ვერატი კლუბის შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ბედნიერია.
"როდესაც დიდი კლუბები ინტერესდებიან შენით, ეს სიამაყეს გმატებს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ყველაფერს კარგად აკეთებ და სწორი გზით ვითარდები".
"დიდი მომავლის შექმნა დიდებული აწმყოთი იწყება, მე უნდა განვვითარდე ყოველ თამაშში".
"აწმყო კი ჩემთვის "პსჟ"-ა და მე კმაყოფილი ვარ ამით"
"არ ვფიქრობ მომავალზე, 2-3 წელი არაა საკმარისი იმისთვის, რომ შენს თავს დიდი ფეხბურთელი უწოდო. ყველაფერს ახლა ვიწყებ, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აქამდე მივაღწიე".
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.