სერ ალექს ფერგიუსონი განცვიფრებულია იმ ფაქტით, რომ მისმა გუნდმა დიდი უპირატესობის მიუხედავად გოლი ვერ გაიტანა.შოტლანდიელი პროტესტს გამოთქვამს მსაჯების მიმართ, რომლებმაც რამდენიმე საეჭვო სიტუაციაში ”სუონსის” დაეხმარნენ.”ჩვენ ისევ ვერ მოვიგეთ თამაში, რომელშიც დიდი უპირატესობას ვფლობდით.ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა ამ წელს.ჩვენ რამდენჯერმე მოვარტყით ბურთი ძელს, ასევე ვორმმა აიღო ბევრი ბურთი.ჩვენ ჩვეულად კარგად ჩავატარეთ მეორე ტაიმი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება.ჩვენ გვმართებდა თამაშის მოგება, რადგან ყველაფერი კარგად გავაკეთეთ.”-ციტირებს სერ ალექსის სიტყვას ”იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
პატრის ევრა
პატრის ევრამ გაიტანა ამ სეზონში უკვე მე-3 გოლი და კლუბში გოლების მიხედვით თავისი მონაგარი 6-მდე გაზარდა.”ამ სეზონში ჩვენ გავაუმჯობესეთ რეალიზაცია.ამას მოწმობს ევრას და ასევე ევანსის გატანილი 3-3 გოლი.ისინი კარგად გამოიყურებიან ამ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით.
მსაჯები
ფერგის აღშფოთება გამოიწვია მსაჯობამ ”სუონსისთან” მატჩში.”მე ვფიქრობ, რომ ვან პერსის ეპიზოდში სუფთა ჯარიმა იყო.იგი ამოიღეს მიზანში.მაგრამ ეს ისეთი დღე იყო, როდესაც მსაჯები მოწინააღმდეგის მხარესაა.ამიტომ მე არ გამიკვირდა, როდესაც ეს ჯარიმა არ დანიშნეს, საბოლოოდ კი ამ შეცდომას მოყვა გოლი.რობინს დღეს გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა.ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი რაც კი მე ბოლო წლებში მინახავს.ფეხბურთის ასოციაციამ ამ მომენტზე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება.მე ვიცი, რომ ის ფეხბურთელი დაისაჯა, მაგრამ დასჯა უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.”