ბელგიელი ნახევარმცველი, მარუან ფელაინი, თვლის, რომ ვან გაალი იდალური კანდიდატურა იყო "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დევიდ მოიესის ჩაგდებული სეზონის შემდეგ.
მარუანის აზრით, ჰოლანდიელი სპეციალისტი ძალიან ძლიერი მწვრთნელია, ისეთი როგორც მის გუნდს შეეფერება.
ლუი ვან გაალის "ოლდ ტრაფორდზე" გამოჩენის შემდეგ, ბელგიელი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც წინა სეზონთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა.
ფელაინისთვის, რომელშიც გუნდმა 28 მილიონი ფუნტი გადაიხადა, პირველი სეზონი, "ეშმაკების" რიგებში, კარგი ნამდვილად არ გამოდგა, მას გამუდმებით აკრიტიკებდნენ და მოიესის წარუმატებლობის სიმბოლოდაც კი იქცა.
"მწვრთნელი ძალიან მკაცრია, თუმცა ეს კარგია. ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა ასეთი თავკაცი. გასული სეზონი კარგი არ გამოვიდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოვიპოვეთ. საჭირო იყო კაცი, ვინც ფეხბურთელებს თავდაჯერებას დაუბრუნებდა. თუ ის რამეს ითხოვს, აუცილებლად უნდა შეასრულო, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან მოიკვეთები. ის არავის ერიდება, თუ მას არ მოეწონა შენი თამაში, პირველ 20 წუთში, მაშინვე შეგცვლის."
სეზონის წინ, გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ბელგიელი იყო, თუმცა ბოლო ხანებში იგი წამყვან ფიგურად იქცა.
"ის ჩემთან მოვიდა და მითხრა:" დამიმტკიცე, რომ ღირსი ხარ დარჩენის." ახლა უკვე ის დიდ იმედს ამყარებს ჩემზე. სეზონის წინ ტრავმირებული ვიყავი, ახლა კი ყველაფერი კარგადაა. ლუი მე ძალიან დამეხმარა და მადლიერი ვარ მისი. იმედი მაქვს ერთად წარმატებას მივაღწევთ."
სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.