მრავალი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ მსაჯობა ადვილი საქმეა. უზუსტესი წიგნი მე-60 გვერდზე - უმაღლესი მათემატიკის სახელმძღვანელო. მაგრამ ეშმაკი, როგორც ყოველთვის, წვრილმანებში ბუდობს და სწორედ ეს წვრილმანები ართულებს საქმეს, როცა გადაწყვეტილების მიღება წამის მეასედში გიხდება და მოედანზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ათი ათასობით მაყურებელია.
დღეს, როცა ემოციები გაიფანტა, მატჩის დაძაბულობამ იკლო, მოდით გავაანალიზოთ და განვიხილოთ მარტინ ატკინსონის გადაწყვეტილებელი მატჩში, რომელშიც "იუნაიტედმა" "ლივერპული" "ენფილდზე" დაამარცხდა.
ეს Redarmy.ge-ზე მსგავსი სტატიის დებიუტი იქნება და როცა საჭირო გახდება, ასეთ სტატიას ყოველთვის შემოგთავაზებთ.
ფეხბურთში სულ 17 წესია და, ალბათ, ყველაზე ხშირად საჭირო ნომერი 12 წესია - წესების დარღვევა და არადისციპლინირებული მოქცევა. სწორედ ამ წესსა და რეკომენდაციაზე დაფუძნდება ჩვენი განხილვა.
21-ე წუთი. ფილ ჯონსი. უბარათოდ.
მომენტი დამოკიდებულია "მსაჯის მიერ ხედვაზე". დარღვევა ნათელია და თამამად შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც მოუფრთხილებელი და განუსჯელი (სიმართლე გითხრათ, ჯონსის ყოველი მეორე მოქმედება შეიძლება ასეთად ჩაითვალოს).
წესები გვაუწყებს:
"მოუფრთხილებლობა" ნიშნავს, რომ ფეხბურთელმა გამოიჩინა უყურადღებობა ან არ გათვალა სათამაშო ორთაბრძოლის დროს ან უკანმოუხედავად მოქმედებდა.
* დისციპლინირებული სანქციები საჭირო არ არის, თუ დარღვევა შეფასდება, როგორც მოუფრთხილებელი.
"განუსჯელი" ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მოქმედების დროს სულაც არ ფიქრობს მოწინააღმდეგებისთვის ზიანის მიყენების ალბათობაზე.
* მოთამაშე, რომელიც განუსჯელად ითამაშებს, გაფრთხილებულ უნდა იქნეს.
"გადაჭარბებული ძალების" გამოყენება ნიშნავს, რომ ფეხბურთელმა გადააჭარბა აუცილებელ ძალისხმევას და მოწინააღმდეგეს ტრავმის მიყენებით ემუქრება.
* მოთამაშე, რომელიც გადაჭარბებულ ძალას იყენებს, გაძევებულ უნდა იქნეს.
(ბოლო მომენტი ჩვენს მიერ მითითებულ ვიდეოს არ შეესაბამება, მაგრამ მოგვიანებით გამოგვადება)
ფაქტორები, რომლებიც მცველის სასარგებლოდ მეტყველებენ: ბურთზე თამაშის სურვილი და შესაძლელობა; საწინააღმდეგო ფაქტორები:
ფილმა საკმაოდ უხეშად ითამაშა და მისი მოქმედებები მოწინააღმდეგისთვის სახიფათო იყო, თუმცა მთლიანობაში, თუ ინგლისში და კონკრეტულ მატჩში ბრძოლის ნებადართულობას გავითვალისწინებთ, მეტ-ნაკლებად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ბარათი არ ეჩვენებინა და მოლაპარაკებით შემოფარგლულიყო.
46-ე წუთი. სტივენ ჯერარდი. წითელი ბარათი.
ცალსახა მომენტი, რომელიც არ ექვემდებარება ორმაგ კლასიფიკაციას: ტიპიური "აგრესიული" ქმედება, მოთამაშე იყენებს "გადაჭარბებულ ძალას ან მოწინააღმდეგესთან უხეშობას მიმართავს, თანაც ბურთისთვის არ იბრძვის". პირდაპირი წითელი ბარათი.
მსაჯს შეეძლო შეხვედრა ცოტა ადრე გაეჩერებინა, როცა ჯერარდი მატას შეუვარდა და "ლივერპულის" კაპიტანს ყვითელ ბარათს უჩვენებდა იმ ეპიზოდში (ორთაბრძოლა განუსჯელად ჩაითვლებოდა), მაგრამ სტივენმა ბურთისთვის ფეხის მორტყმა მოახერხა და ატკინსონმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებით ვერ გარისკა.
56-ე წუთი. ფილ ჯონსი. ყვითელი ბარათი.
კიდევ ერთი უხეში ეპიზოდი, რომელიც ჯონსს უკავშირდება. ცალსახად მინიმუმ ყვითელი ბარათი (შეიძლება უჩვენო როგორც პერსპექტიული შეტევის, ისე განუსჯელი თამაშის გამო). შეიძლება თუ არა წითელ ბარათზე საუბარი? ასევე დიახ, მაგრამ საქმე ლაპარაკს იქით არ უნდა წავიდეს, თუ მნიშვნელოვან ფაქტორებს გავითვალისწინებთ: სისწრაფე, ბურთზე თამაშის სურვილი და შესაძლებლობა, პლუს დაზარალებულს არ აღენიშნება სერიოზული ტრავმა. ეს საშუალებას გვაძლევს მოცემული სიტუაცია შეფასდეს, როგორც განუსჯელი და არა, როგორც "ფიზიკური ძალის გადაჭარბებული გამოყენება". ყვითელი ბარათი.
68-ე წუთი. მარიო ბალოტელი. ყვითელი ბარათი
განუსჯელად-არასპორტული ქმედება ბალოტელისგან. გააზრებული ფოლი, ბურთზე თამაშის ყოველგვარი სურვილისა თუ შესაძლებლობის გარეშე. მოქმედების სისწრაფე და ძალა არ გვაძლევს უფლებას ეს მომენტი როგორმე სხვაგვარად შევაფასოთ - ყვითელი ბარათი. თუმცა მინახავს, როგორ აძლევდნენ ასეთი დარღვევისთვის წითელ ბარათებსაც, ხოლო შემდეგ მსაჯს საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა შესაბამისი კომისიის წინაშე უხდებოდა.
72-ე წუთი. უეინ რუნი. უბარათოდ.
თამამად შეიძლებოდა რუნი ყვითელი ბარათით დასჯილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში თავად მასპინძელთა მცველიცაა დამნაშავე, მითუმეტეს, რუნის ბურთზე თამაშის შანსი არ ჰქონია და სიტუაცია არავითარ შემთხვევაში არ მოითხოვდა ფეხით თამაშს.
79-ე წუთი. მარიო ბალოტელი და კრის სმოლინგი. უბარათოდ.
ყვითელი ბარათი ბალოტელის არასპორტული საქციელისთვის. თუ კი თავიდან ხელის კვრა შეიძლებოდა ბურთისთვის ბრძოლას მივაწეროთ, მომდევნო ეპიზოდში ფეხზე ჩაჭიდება და ჟესტი მსაჯს არ აძლევს სხვა ვარიანტს, თუ არა ყვითელ ბარათის ჩვენებას.
თუმცა ატკინსონსაც უნდა გავუგოთ: ჯერარდის მოულოდნელი (თუმცა სრულიად სამართლიანი) გაძევების შემდეგ საეჭვოა რომელიმე მსაჯს გაებედა "ენფილდზე" "ლივერპული" 9-კაცით დაეტოვებინა. ალბათ, მსაჯის მხარეს ვიჭერ, მაგრამ ვიმეროებ, მეორე ყვითელი ბარათის საფუძველი იყო.
93-ე წუთი. დეილი ბლინდი. პენალტი.
ულაპარაკო პენალტი. "ლივერპულის" ფეხბურთელი ხელს კრავს მოწინააღმდეგეს, რაც წესების ცხრიდან ერთ-ერთის დარღვევას წარმოადგენს, რაც საჯარიმო დარტყმის დანიშვნას იწვევს.
95-ე წუთი. მარტინ შკრტელი. უბარათოდ.
შკრტელი ხედავდა, რომ ბურთამდე მისვლის შანსი არ ჰქონდა, რადგან დე ხეამ მას დაასწრო. მარტინს შეტაკებიდან თავის დაღწევის საშუალებაც კი ჰქონდა (სლოვაკი ხედავს მეკარეს, მაგრამ აშკარად ანელებს სვალს მის წინ, რათა ფეხზე დააბიჯოს), რაც არ გვაძლევს საშუალებას მოქმედებას შემთხვევითი ვუწოდოთ და მივყავართ დასკვნამდე: შკრტელი უნდა გაეძევებინათ.
ავტორი: სერგეი იაროსლავცევი
სტატიები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.