"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
გილი, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე იყო, მაისში ჩრდილოირლანდიელ ჯიმ ბოისს ჩაანაცვლებს და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ახალ თანამდებობა იმუშავებს.
50-წლის ინგლისელმა არჩევნებში უელსის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტ ლოიდ ჰიუზს აჯობა - 43 ხმა 10-ს წინააღმდეგ. ხმის მიცემაში მონაწილეობას UEFA-ს წევრმა ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.