"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი სკაუტი სტეფან დე ვრისთვის თვალის სადევნებლად გაგზავნა, რომელიც ლუი ვან გაალის სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს.
23 წლის დე ვრი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და მიმდინარე სეზონშიც შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს.
"იუნაიტედის" წამყვანი სკაუტი ჯიმ ლოულორი კი "ლაციოსა" და "ვერონას" მატჩს დაესწრო, რომელშიც რომაულმა კლუბმა 2-0 იმარჯვა - ჯიმი სტეფანთან ერთად ბრაზილიელ ვარსკვლავ ფილიპე ანდერსონსაც აკვირდებოდა.
ვან გაალი დე ვრის შეძენას გასულ ზაფხულსაც აპირებდა, თუმცა მან იტალიური კლუბი აირჩია.
"იუნაიტედი" მის შეძენას მიმდინარე წლის ზაფხულშიც ეცდება.