გერმანული პრესა Bild-ი იტყობინება, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მზად არის მატს ჰუმელსი გაყიდოს, თუმცა მის სანაცვლოდ 45 მლნ. ევროს ითხოვს.
გერმანიის ნაკრების მცველისადმი ინტერესს "იუნაიტედი" დიდი ხანია იჩენს და მისით ვან გაალიც ინტერესდება. თუმცა ამის მიუხედავად ჰოლანდიელი სპეციალისტი მზადაა, მხოლოდ 41 მლნ. ევრო გადაიხადოს.
გერმანული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ეჭვქვეშ დგას, რაც დიდ ფინანსურ დანაკარგს უკავშირდება. ამიტომ "ბორუსია" მის აღმოსაფხვრელად თავის წამყვან ფეხბურთელს შეელევა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კი დიდი ალბათობით ევროპის წამყვან ტურნირზე დაბრუნებას მოახერხებს და სხვადასხვა პოზიციების გაძლიერებას გეგმავს.
თუმცა "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა მიკაელ ზორკმა განაცხადა, რომ "თუ მედიას დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე 13-ჯერ გადადგა ნაბიჯი ფეხბურთელის შეძენისკენ... მატსი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და გეგმებს მას ვუკავშირებთ."
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, გერმანული პრესა იტყობინება, რომ მატსი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.