თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2015, 10:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2243,
კომენტარები: 10
ვან გაალი დი მარიას ეჩხუბა
ჰოლანდიელი სპეციალისტი დი მარიას ეჩხუბა.
ვან გაალი დი მარიას ეჩხუბა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის მომავალი ეჭვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ ლუი ვან გაალსა და ანხელ დი მარიას შორის შელაპარაკება მოხდა.

"ენფილდზე" "წითელმა ეშმაკებმა" გამარჯვება მოიპოვეს, რაშიც დი მარიასაც მიუძღვის წვლილი - შეცვლაზე შესვლის შემდეგ მან ხუან მატას საგოლე გადაცემა მიაწოდა, ხოლო შეხვედრის მიწურულს დეილი ბლინდს გაუკეთა პასი, რომელმაც პენალტი მოიპოვა.

მიუხედავად საერთო გუნდური წარმატებისა, პირადად დი მარიას თამაშით ვან გაალი უკმაყოფილო დარჩა და თავისი უკმაყოფილება პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთან ხმამაღლა გამოხატა.

ლუი ვან გაალს ნამდვილად აქვს ამის მიზეზი, რადგან "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ცუდ ფორმაში იმყოფება, "არსენალთან" სათასო შეხვედრაში კი მან წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი დააღალატა. რეალიბილიტირების საშუალება "ლივერპულის" წინააღმდეგ ჰქონდა, თუმცა კიდევ ერთი არასანახაობრივი მატჩი ჩაატარა.

მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოებამ შესაძლოა იქამდე მიგვიყვანოს, რომ არგენტინელი პირველი სეზონის შემდეგ დატოვებს "იუნაიტედს".

უფრო მეტიც, თავად ფეხბურთელმაც კი გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი. ანხელის შეძენა კი ფრანგულ პსჟ-ს სურს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 მარტი 2015 10:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფოტოზეც მგონი ხელს უწვდის და ვან გაალი არ პასუხოვს. თან როგორი თვალებით უყურებს lol თუმცა თუ მწვრთნელს რაღაც არ მოსწონს, ეს უნდა გამოხატოს და მერე რა, რომ დი მარიაა. მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
25 მარტი 2015 10:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ფოკუსია მგონი სხვა დაჭერილი და მაგიტომ ჩანს მასე lol თორე ესეთი ჭორების მე არ მჯერა.
0
№3
ავტორი: Best 7
25 მარტი 2015 10:51
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Wlis choria imena
0
№4
ავტორი: dato321dato
25 მარტი 2015 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
wavides amis ughimghamo dedac vatire mee tavidanve vicodii ro es fulis pontsh wamovida psg m ro ver iyida da exla imito ijvavs roo gaagdoon da depay moiyvanon amas kide jobs gacilebit
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მარტი 2015 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ოხ ეს ზღაპრები........
0
№6
ავტორი: Blind
25 მარტი 2015 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
არ მევასება ასეთი რაღაცები
0
№7
ავტორი: Goginashvili777
25 მარტი 2015 14:11
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჭორია !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: GeorgeBest
25 მარტი 2015 14:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა აუზრობაა winked არც ისე დიდი დრო იყო მოედანზე, ვითომ არაფერი მაგრამ საგოლე პასი დადო და ერთი ორჯერაც კარგად გაამწვავა. დრო სჭირდება ალბათ და ათამაშდება რა
0
№9
ავტორი: Count Alucard
25 მარტი 2015 18:50
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
AkkRed,
RojoDiablo,
საერთოდაც ფოტოშოპით ჩასმულს გავს მაგ ფოტოზე დი მარიაც და ვან გაალიც lol

იმედია ასტონ ვილასთან დააყენებს ძირითადში და გოლს თუ არა კიდევ ერთ საგოლეს მაინც გააკეთებს, თუმცა რასაც ვუყურებ ძალიან უიღბლოდ მოქმედებს დი მარიას მოედანზე ყოფნა გუნდზე, როცა შემოდიოდა გითხარით ყველას რომ დი მარია თუ შემოვიდოდა გოლს გაგვიტანდნენ და მართლა გაგვიტანეს, აშკარად მის გარეშე უკეთ თამაშობს გუნდი და ან თავისი თამაში უნდა იპოვოს ან ზაფხულში წავიდეს და მშვიდობიანად დაშორდეს გუნდს სკანდალების გარეშე.
0
№10
ავტორი: AwoMoniTo
25 მარტი 2015 22:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 17
არ მინდა რომ ეს იუნაიტედში გაჩერდეს არ არის პრემიერ ლიგის დონე მე მირჩევნია რომ ჰუმელსზე ვიბრძოლოთ 7 იანი დროებით თავისუფალი უნდა დარჩეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Come home R O N A L D O we MISS you !
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top