თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2015, 10:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2014,
კომენტარები: 7
კერიკი წასვლას არ აპირებს
მაიკლ კერიკი ნაკრების დატოვებას ნაადრევად მიიჩნევს.
კერიკი წასვლას არ აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მაიკლ კერიკი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრებში მის კარიერაზე დაღის დასმა ნაადრევია.

33 წლის ასაკში მაიკლი "იუნაიტედისა" და ლიტვასა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ინგლისის შემადგენლობის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია.

თუმცა კერიკს ეს სულაც არ უშლის ხელს სანაკრებო კარიერაში ხანგრძლივვადიანი მიზნები დაისახოს და "სამ ლომთა" რიგების დატოვებას არ აპირებს.

"საკუთარი თამაშით სიამოვნებას ვიღებ. გარკვეულ ასაკში უკვე აღარ იცი, რამდენად დიდი დრო დაგრჩა. მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და როგორც მინიმუმ, ერთი წლით გაგრძელებას ვაპირებ.

ინგლისის ნაკრებში ყოფნა - ეს რაღაც განსაკუთრებულია. მომწონს იმის ხილვა, თუ როგორ მოდიან ახალგაზრდები და წადილისა და ენერგიის ჩვენებით თამაშობენ. აქ კარგი ატმოსფეროა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" კარგი კვირა გვქონდა, ამიტომ, როცა საქმე კარგად მიგდის, უბრალოდ გსურს თამაში გააგრძელო.

უნდა შევაქოთ მწვრთნელი და მისი შტაბი, რომელთა წყალობითაც ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შედეგების სერია აჩვენა. გუნდში მართლაც პოზიტიური ატმოსფერო გვაქვს.

ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია აქ ყოფნა"
- განაცხადა კერიკმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მარტი 2015 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად არის ღირსი კერიკი, რომ ნაკრებში იყოს მიუხედავად მისი ასაკისა. ყველას დაანახა, რომ მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, თუმცა არ გეწყინოს მაიკლ მაგრამ ინგლისის ნაკრებს მაინც არაფერი ეშველება wink
0
№2
ავტორი: AkkRed
25 მარტი 2015 10:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

მაგასაც ვნახავთ ვახუნხულა lol ინგლისი ეუროპის ჩემპიონები გახდებიან მომავალ წელს.

მსოფლიოზე რომ წაეყვანათ კერიკი სხვაგვარად წარიმართებოდა ყველაფერი, ნაკრების კაპიტანი ასისტებს არ ჩაითვლიდა სუარესთან მაინც.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მარტი 2015 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
ერთი მე გავხდები მომავალ წელს მილიონერი და მეორე კიდე ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი wink ( მგონი მე უფრო მეტი შანსი მაქ, ვიდრე ამათ.. biggrin2)
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 მარტი 2015 10:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ინგლისს ცოტა ხანში როჯერსი ჩაიბარებს. ლამაზ ფეხბურთსაც ათამაშებს და ნორმალურსაც. კიდევ ერთი წარუმატებელი წელი ჰოჯსონს და მოხსნიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Goginashvili777
25 მარტი 2015 14:12
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ინგლისი ვერაფერს ვერ მიაღწევს, მაგრამ კერიკი მაინც გააძლიერებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: GeorgeBest
25 მარტი 2015 14:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამისწორდა რო გამოიძახა. მსოფლიოზე რო დატოვა ეგეც არ უნდა ექნა. რაც არ უნდა ცუდ ფორმაში ყოფილიყო გუნდი კერიკის გამოცდილება გამოადგებოდა ალბათ
0
№7
ავტორი: Count Alucard
25 მარტი 2015 18:52
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იმედია ევრო 2016-ზე გამოვა და ნახევარფინალამდე მაინც მიაღწევენ დავიღალე ამათი საცოდაობის ყურებით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top