"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გამოტყდა, რომ მას სურს იპოვოს კლუბი, სადაც რეგულარული სათამაშო დრო მიემეცემა.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, 29-წლის ფორვარდი მზადაა კლუბი დატოვოს მაშინაც, კი თუ "იუნაიტედი" "მონაკოსგან" მის კონტრაქტს გამოისყიდის.
თუმცა თავად რადამელი აცხადებს, რომ მზად არის ბოლომდე იბრძოლოს, მაგრამ თუ ვან გაალს მის მნიშვნელოვანებას ვერ დაუმტკიცებს, კლუბის დატოვებას აპირებს.
"როცა სეზონი დასრულდება, რა თქმა უნდა, დავჯდები, სეზონს გავაანალიზებ და გადავწყვეტ, რა იქნება ჩემთვის უკეთესი. ნათელია, მე მჭირდება ადგილი, სადაც დავმკვიდრდები და ვითამაშებ. ახლა კი მთლიანად კლუბზე ვარ კონცენტრირებული. წინ რვა მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გადაწყვეტილებას ვან გაალი იღებს, როგორც ნებისმიერი სხვა მწვრთნელი. მოვწონვარ მას თუ არა, ყოველთვის ვცდილობ ხარისხიანად ვაკეთო ჩემი საქმე, დავრჩე პროფესიონალად და გამოვიყენო შანსები, როცა მათ ვიღებ. სულ ეს არის.
ვიცი, რომ ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ვცდილობ, ყველაფრისგან შორს დავიჭირო თავი. ხალხი სპეკულირებს, მაგრამ კარგად ვარ და სიმშვიდეს ვინარჩუნებ. უბრალოდ მინდა ვითამაშო. თავს უფლებას ვერ მივცემ, ვიდარდო. მზად უნდა ვიყო, როცა შანსი მომეცემა.
კლუბში ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მექცევიან თანაგუნდელები და გულშემატკივრები. ბრძოლას გავაგრძელებ მანამ, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დავტოვებ." - განაცხადა კოლუმბიელმა.