თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2015, 19:27
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1677,
კომენტარები: 9
ბლინდი: "მსურს მამაჩემის დონეს მივაღწიო"
დეილი ბლინდმა ისაუბრა ლუი ვან გაალთან მუშაობის პლუსებზე, ასევე გამოტყდა რომ სურს მიაღწიოს ისეთ დონეს, რომელსაც მამამისმა, დენი ბლინდმა მიაღწია.
ბლინდი:
დეილი ბლინდმა ისაუბრა ლუი ვან გაალთან მუშაობის პლიუსებზე, ასევე გამოტყდა რომ სურს მიაღწიოს ისეთ დონეს, რომელსაც მამამისმა, დენი ბლინდმა მიაღწია.

"ხალხი ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალი თავის საქმეში გამოირჩევა ფეხბურთელების დაშინებით, თუმცა ეს ასე არ არის. ის ყველასთან პირდაპირია და შეიძლება ზოგიერთი ამისთვის არ იყოს მზად. თუმცა მე მომწონს მწვრთნელის ეს თვისება, რადგან მეხმარება უკეთეს ფეხბურთელად გახდომაში. ჩვენ, მთელ გუნდს გვჯერა მწვრთნელის ფილოსოფიის და ყოველ ვარჯიშზე ვცდილობთ გაუმჯობესებას. თუ ლუის რომელიმე ფეხბურთელთან რაიმე პრეტენზია აქვს, ეს ყოველთვის პროფესონალური ხასიათისაა." - გადმოგვცემს დეილი ბლინდის სიტყვებს Dailymail.co.uk.

"მე ჯერ კიდევ 5 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "ჩემპიონთა ლიგის" თასი აღმართა. ზუსტად არ მახსოვს ვუყურებდი თუ არა ამ მატჩს ტელევიზორში, თუმცა როცა წამოვიზარდე ხშირად ვადევნებდი ამ საოცარ მომენტებს თვალს და ვოცნებობდი, რომ როდესმე მეც მიმეღწია ასეთი წარმატებისთვის. ძალიან ვამაყობ მამაჩემით და იმით რასაც მან მიაღწია. იმედი მაქვს, რომ როდესმე მეც მერგება ასეთი პატივი."

"ყველაზე მეტად რა მაკვირვებს ინგლისში? "იუნაიტედის" მხარდამჭერები გასვლით მატჩებში, რომლებიც სულ ჩვენს გვერდით არიან. სტადიონები აქ ყოველთვის სავსეა, რაც ჩემთვის უცხო იყო. ასევე მაოცებს ინგლისური ფეხბურთის რიტმი. ჩემი დებიუტი გუნდში "ქპრ"-ს წინააღმდეგ შედგა, თამაში საკმაოდ ნორმალურ რიტმში მიმდინარეობდა, თუმცა მატჩის შემდეგ ისეთი დაღლილობა ვიგრძენი, რომელიც "აიაქსის" არცერთი თამაშის დროს არ მიგრძვნია. როდესაც "სიტისთან" ვთამაშობდით, მოედნიდან კრის სმოლინგი გააძევეს და მაშინ გავიფიქრე 'აი ახლა იქნება ნამდვილი სისწრაფე', თუმცა ვფიქრობ იმ მატჩში ჩემ სამუშაოს კარგად გავუმკლავდი."


წყარო: Redevils.ru
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2015 19:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ ადრეა მარა ხშირად ადარებენ ხოლმე მამამისს. მე არ მინახავს და მხოლოდ ერთი ორი ვიდეოდან თუ ვიცი მისი თამაში მაგრამ ყველა ისე მოიხსენიებს როგორც დიდ ფეხბურთელს და მაგას დიდი დამსახურება სჭირდება

იმედია ვან გაალი თავის სიტყვას იტყვის დ აისე დაასრულებს კარიერას. ეს სიტყვა ლიგის თასით უნდა თქვას
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 20:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ხალხი ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალი თავის საქმეში გამოირჩევა ფეხბურთელების დაშინებით, თუმცა ეს ასე არ არის


რა ვიცი, ერერამ კი თქვა მანძილს ვიჭერო და.

წინ სამი წელია და ვან გაალი დაგვპირდა, რომ გამარჯვებული წავა. იქნება ეს პრემიერ ლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა, ორივე მაკმაყოფილებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Count Alucard
24 მარტი 2015 20:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
თუ იმით ვიმსჯელებთ რომ 1999 ში მოვიგეთ მერე 2008ში 2017 წელს გვიწევს კიდე და თუ მოიგო ალბათ იდეალური იქნება lol

ბლინდი უფროსის თამაში არსად არ მინახავს და ვერც შევადარებ შესაბამისად მაგრამ ჯერ რაც ვნახე უმცორსის თამაში სტაბილურია და დიდი მომავალი აქვს.
0
№4
ავტორი: Pazu21
25 მარტი 2015 09:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
blindi kai fexburtelia, mara jer ver mivxvdi, sad jobia magis tamashi naxevar dacvashi tu dacvashi... rogorc jones iyo xan centralur mcvelad, flangis mcvelad an chamshlelad.. chemi azrit, jobia amas erti pozicia upovon da imis mixedvit ganvitardes
0
№5
ავტორი: AkkRed
25 მარტი 2015 09:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ინგლისში ამის პოზიცია დაცვაა თუ არ გააუმჯობესა ფიზიკური კონდიციები.

მამამისის რა გითხრათ, მაგრამ ამ ბიჭის ბურთან მოპყრობის კულტურა სიამოვნებას მანიჭებს.
0
№6
ავტორი: Blind
25 მარტი 2015 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
დაე მამაშენის კვალზე წასულიყავი love yahoo2 derpthumb
0
№7
ავტორი: Goginashvili777
25 მარტი 2015 14:09
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მამამისი ვინღა იყო ნეტა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: Pazu21
25 მარტი 2015 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
AkkRed,
me mainc mgonia, sanam show dabrundeba manamaa eg dacvashi da shows dabrunebis mere, naxevar dacvashi rotaciebs daiwyebs lui
0
№9
ავტორი: AkkRed
25 მარტი 2015 18:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Pazu21,


ხო და ააირევა ისევ გუნდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top