"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ,ძალიან თამამად ალაპარაკდნენ ოთხეულში შესვლის შესახებ. რა თქმა უნდა, "არსენალთან" ერთად ლუი ვან გაალის გუნდი ამ ბრძოლაში ფავორიტია, მაგრამ რა ელის "იუნაიტედს" მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება?!
უეფას რეიტინგში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ ქვევით დაიწია, რაც იმან გამოიწვია, რომ მიმდინარე სეზონში კლუბი ევროტურნირების გარეთ დარჩა. არც წინა სამ წელს ბრწყინავდნენ "წითელი ეშმაკები" ევროპაში:
2011/12 - 16.050
2012/13 - 21.285
2013/14 - 26.357
2014/15 - 2.714
საერთო მაჩვენებლით "მანჩესტერ იუნაიტედი" რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს 103.078 ქულით,რაც იმის ხარჯზე ხდება, რომ 5 წლის წინ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გავიდა (36.671). თუმცა მომდევნო სეზონში ეს შედეგი აღარ იმოქმედებს რეიტინგის ქულებზე და "იუნაიტედიც ტოპ ათეულს გამოემშვიდობება. ჯგუფურ ეტაპზე კლუბების კალათებში განაწილება, სწორედ ამ რეიტინგის მიხედვით ხდება, რაც იმას ნიშნავს რომ გუნდი სავარაუდოდ მეორე (შესაძლებელია მესამეც) კალათაში მოხვდება. შედეგად, "წითელ ეშმაკებს" მოუწევთ პირველი კალათის კლუბებთან დაპირისპირება (რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, პორტო, ატლეტიკო და ა.შ). ყოველ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია კიდევ უფრო იზრდება, შეძლებს კი ჯერ კიდევ ახლად ჩამოყალიბებული შემადგენლობით ლუი ვან გაალი ევროპაში წარმატების მიღწევას? თუმცა ერთი რამ აშკარაა, ლუი ვან გაალს უდიდესი ამოცანა აქვს: დააბრუნოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ტოპ კლუბებში.