პატრის ევრამ ამ სეზონში მე-3 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ გოლის გატანით გამოწვეული ემოციები მატჩის ბოლოს დაფიქსირებულმა შედეგმა დასძლია- ”იუნაიტედმა” 2 ქულა დაკარგა გედებთან მატჩში.
ფრანგმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, როდესაც თავურით გამოეხმაურა ვან პერსის ჩაწოდებას კუთხურიდან.ევრამ, რომელიც მანჩესტერის წევრია 2006 წლიდან ამ სეზონში უკვე გააუმჯობესა თავისი რეკორდი გატანილი ბურთების მიხედვით.
”ეს ყველაფერი არაა შემთხვევითი.მე დავარწმუნე ჩემი თავი , რომ შემიძლია გოლების გატანა.აი, ამიტომ ვცდილობ სტანდარტულების დროს მოვნახო თავისუფალი ზონა საჯარიმოში.როდესაც გუნდში გყავს ისეთი სტანდარტულის შემსრულებლები, როგორებიც არიან რუნი და ვან პერსი, შენ დარწმუნებული ხარ, რომ ბურთი კარგად მოგივა დასარტყმელად.” -ამბობს ევრა manutd.com-თან ინტერვიუში.
მაგრამ პატრისის სიხარული არ ყოფილა ხანგრძლივი- უკვე 29-ე წუთზე მიჩუმ გაათანაბრა ანგარიში და ”იუნაიტედს” ფრესთან მოუწია შეგუება.”ჩვენ მატჩის დაწყებამდე ვგეგმავდით 3 ქულის აღებას, ამიტომ ძალიან გაკვირვებული ვარ შედეგით.ვფიქრობ ჩვენ დავიმსახურეთ მოგება.ჩვენ გვქონდა ბევრი მომენტი, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ და მანჩესტერში 1 ქულით ვბრუნდებით.წინა წელს, როდესაც ჩვენ ”სუონსის” 1-0 მოვუგეთ ძალიან ვინერვიულეთ, დღეს კი პირიქით- მათ მოუხდათ ნერვიულობა.ამიტომ გაკვირვებული ვარ დაფიქსირებული შედეგით.ჩვენ მეტი შეგვეძლო”.