თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2015, 09:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2140,
კომენტარები: 9
ნევილი: "იუნაიტედმა" მიზანი არ უნდა შეცვალოს"
გარი ნევილი "იუნაიტედზე" საუბრობს.
ნევილი:
გარი ნევილი ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც შედეგი.

ექს-მანჩესტერელის სიტყვებით, "ლივერპულის" დამარცხებას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

ხუან მატას დუბლის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" "ლივერპულის" დამარცხება მოახერხეს და სატურნირო ცხრილში 5-ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს.

"ვფიქრობ, მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მართლა. არა მარტო იმიტომ, რომ "იუნაიტედმა" გამარჯვება მოიპოვა, არამედ მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთის გამოც. არ მეგონა, რომ ჩავიდოდნენ "ენფილდზე" და ითამაშებდნენ ისე, როგორც ერთი კვირის წინ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. "დეზები" იმ მატჩში განსაკუთრებულად ცუდები იყვნენ და არ მეგონა, რომ "ლივერპულიც" ასევე უნიათო იქნებოდა პირველ ნახევარ საათში.

ისტორიულად, "ენფილდი" "იუნაიტედისთვის" სასტარტო 25-30 წუთში ყველაზე რთული სტადიონია. ყოველთვის სირთულეები, ყოველთვის ბრძოლა და უნდა ვთქვა, რომ საწყის წუთებში "იუნაიტედი" უბრალოდ შეუდარებელი იყო.

ვფიქრობ, ეს ბევრ რამეს მეტყველებს "ლივერპულის" მოთამაშეებზე: აქტიურად პასის მიმწოდებელ მოწინააღმდეგესთან მოუხდათ თამაში და ოპონენტებს ვერ ასწრებდნენ. რამდენად ხშირად შეიძლება ასეთი რამ თქვა "ლივერპულის" საშინაო მატჩების შესახებ? ჩვეულებრივ, ბურთის ფლობაში საგრძნობი უპირატესობა აქვთ."
- განაცხადა ნევილმა.

შედეგი "იუნაიტედს" საშუალებას აძლევს "არსენალთან" ჩამორჩენა 1 ქულამდე, ხოლო "სიტისთან" 2 ქულამდე შეამციროს.

გარი ნევილს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დავალება და მიზანი არ უნდა შეცვალოს და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზე იფიქროს.

"ჯანსაღად რომ განვსაჯოთ, სისულელე იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედმა" უფრო მაღალ საფეხურზე, ტიტულზე რომ იფიქროს. ძველი პოზიციები უნდა შეინარჩუნონ. წინ არის თამაშები "სიტის", "ჩელსის", "არსენალის", გასვლაზე "კრისტალ პალასისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ. ამ თამაშებს იმიტომ არ გამოვყოფ, რომ დანარჩენები უმნიშვნელოა, არამედ იმიტომ, რომ ესენი ყველაზე რთულია.

ამ სეზონში "იუნაიტედმა" ფრე ეთამაშა "ჩელსისთან" და დამარცხდა "სიტისთან". ამიტომ "ლივერპულს" შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ "ჩელსი" და "სიტი" მათ ხელს წამოუკრავს და მერსეისაიდელებს 5-ქულიან ჩამორჩენას აღმოაფხვრევინებს. მაგრამ "ლივერპულსაც" აქვს "არსენალისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ სათამაშო.

გამარჯვება - "იუნაიტედისთვის" დიდი სიხარულია, მაგრამ ოთხეულში ადგილი ჯერ კიდევ დასაჯავშნია. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში სეზონი წარმატებულად ჩაითვლება. ამასთან ერთად, სწორედ ამის მიღწევა სურდა ლუი ვან გაალს."
- დაასრულა ნევილმა.

წყარო: Carrick.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რა თქმა უნდა მიზნის შეცვლა სისულელე იქნება..უნდა ვიფიქროდ ოთხეულზე..მაგრამ მჯერა რო მეორეზე გავალთ გული მიგრძნობს
0
№2
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2015 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯერ ყველაფერი კიდევ წინაა, არ დავივიწყოთ ისიც თუ რომელ გუნდებთან დავკარგეთ ქულები, ასე რომ მართალია გარი, დაგვრჩა კიდევ 8 ტური ისეთივე მონდომებით უნდა ვითამაშოთ როგორიც ბოლო 2 ტური.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 10:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რატომ ვიზრუნოთ მხოლოდ ოთხეულში მოხვედრაზე, როცა მეორე ადგილი არანაკლებ რეალურია. რა თქმა უნდა, ვინმემ რომ თქვას გარანტირებული საგზური გირჩევნია თუ გარისკავ და მეორე ადგილისთვის იბრძოლებო, უყოყმანოდ დავთანხმები საგზურს, რადგან მომენატრა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი, მაგრამ ამას არავინ გვპირდება. იყოს მიზანი მეორე ადგილი და მინიმუმი ოთხეული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: VaRdo
24 მარტი 2015 12:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: RojoDiablo
რატომ ვიზრუნოთ მხოლოდ ოთხეულში მოხვედრაზე, როცა მეორე ადგილი არანაკლებ რეალურია.


ოთხეულში შესვლა არ ნიშნავს მე_4 ზე გასვლას.


გარი ნევილის კომენტარბეი მაგრად მევასება. კარაგერს რომ ეღადავება ხოლმე ეგეც მაგრად მევასება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Goginashvili777
24 მარტი 2015 12:56
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ილუზიები იქმნება მგონი ჩემპიონობაზე და არ დავიღუპოთ მთლად. ნევილი კი, როგორც ყოველთვის კრისტალს ბაზრობს დსმა smoke
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 მარტი 2015 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა თქმა უნდა მართალია გარი როცა ამბობს, რომ ოთხეულში ადგილი ჯერ არ დაგვიჯავშნია, თუმცა ქათმებთან და ლუზერებთან გამარჯვებამ ჩვენი მიზანი უფრო გაადვილა. მიუხედავა ყველაფრის ბძოლა კიდე მოგვიწევს რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლოდროინდელი თამაშიდან გამომდინარე ძალიან რეალურად ჩანს მეორე ადგილზე გასვლა...
0
№7
ავტორი: Fella
24 მარტი 2015 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
სიტი კიდევ დაკარგავს ქულებს !

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი !
0
№8
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2015 19:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა ვთქვა, რომ საწყის წუთებში "იუნაიტედი" უბრალოდ შეუდარებელი იყო


მართლა იდეალურად ჩაატარეს საწყისი წუთები, გოლიც შევაგდეთ და თამაშიც ისე წავიდა როგორც ჩვენ გვინდოდა (ერთი ორ უაზრო შეცდომას თუ არ ჩავთვლით)
0
№9
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 19:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
მაგას მეც ვხვდები, მაგრამ კონკრეტულად არც მეორე ადგილს ნიშნავს და ოთხეულში შესვლა მეოთხე ადგილზე გასვლით დაკმაყოფილებასაც უდრის. მეორე ადგილი კი მეორე ადგილია და არ დაკმაყოფილდები მესამეთი ან მეოთხეთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top