უეინ რუნი საკუთარი გუნდის ესპანურ ენოვან ფეხბურთელებს მშობლიურ ენაზე სალანძღავი სიტყვებით მიმართავს, იმ მიზნით რომ სულისკვეთება აუმაღლოს.
"იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევამრცველი, ანდერ ერერა აცხადებს, რომ გუნდის კაპიტანმა სპეციალურად ისწავლა ესპანური სალანძღავი სიტყვები, რათა მის თანაგუნდელებს გასაგებ ენაზე ესაუბროს.
"რუნი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ის ესპანურად გვაგინებს." აცხადებს ერერა ესპნურ გაზეთთან ინტერვიუში. "მე მირჩევნია მასთან ფეხბურთზე მშვიდად ვისაუბრო, ვინაიდან მას კრივი იზიდავს და შეიძლება ჩემთანაც მოუნდეს ძალების შემოწმება."
"რუნისა და კერიკისადმი პატივისცემა მართლაც გამოსარჩევია, მაგრამ დე ხეა აცხადებს, რომ გასახდელი უფრო იერარქიული იყო, როდესაც გუნდში რიო ფერდინანდი, პოლ სქოულზი და რაიან გიგზი თამაშობდნენ. მაიკლ კერიკი ძალიან სერიოზულია და ამართლებს კიდეც ამ ციტატას (რომელიც მარკო ბიელსას მიერაა ნათქვამი) - "ლიდერები არ საუბრობენ ბევრს, მაგრამ როდესაც საუბრობენ შენ უნდა უსმინო მათ." - დაასრულა ერერამ.