თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2015, 21:40
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2579,
კომენტარები: 5
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2 (BBC-ის მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა
ინგლისის პრემიერ ლიგის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დასაწყისშივე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. მე-13 წუთზე ანდერ ერერას ბრწყინვალე გადაცემით ხუან მატამ ისარგებლა და "იუნაიტედი" წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე როჯერსმა ლალანას ნაცვლად ჯერარდი შემოიყვანა მოედანზე, რომელმაც ზუსტად 38 წამში არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათის მიღო. რიცხობრივი უპრატესობაკარგად გამოიყენეს სტუმრებმა და მეორე გოლის გატანაც მალევე მოახერხეს. 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ანხელ დი მარიას გადაცემით კვლავ მატამ ისარგებლა და ბრწყინვალე დარტყმით მეორედ აიღო "ლივერპულის" კარი. 69-ე წუთზე ერთი ბურთი დანიელ სტარიჯმა გაქვითა. აღსანიშნავია დე ხეას შეცდომაც, რომელმაც ახლო კუთხეში გაუშვა. მერსესაიდელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა რიცხობრივი უმცირესობა მათ თამაშზე დაღს ასვამდა და მეტი საგოლე ეპიზოდი არ ჰქონიათ. სტუმრებს მესამე გოლის გატანა 93-ე წუთზე შეეძლოთ. ბლინდის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი რუნიმ შეასრულა, თუმცა "იუნაიტედის" კაპიტანს მინოლემ აჯობა. 30 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდს 59 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. ამ გამარჯვების შემდეგ "წითელი ეშმაკები" მეხუთეადგილოსან "ლივერპულს" უკვე 5 ქულით უსწრებენ. შემდეგ ტურში "იუნაიტედი" "ასტონ ვილას" მიიღებს სახლში.

ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი 1-2

სტადიონი: "ენფილდი"
გოლები: 0:1; 0:2 მატა (14;59), 1:2 სტარიჯი (69).
გაფრთხილებები: ალენი, ბალოტელი - ერერა, ჯონსი.
გაძევება: ჯერარდი 46.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

შემადგენლობები

ლივერპული: მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, ალენი, ჰენდერსონი, მორენო (ბალოტელი 66), სტერლინგი, ლალანა (ჯერარდი 46), კოუტინიო, სტარიჯი.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი (როხო 94), ვალენსია, კერიკი, ერერა (ფალკაო 83), ფელაინი, მატა, იანგი (დი მარია 55), რუნი.

მიმოხილვები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 მარტი 2015 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არასოდეს არ მომწყინდება ამ მატჩის განხილვის ან გოლების ყურება winked manunited
0
№2
ავტორი: Mufc7
23 მარტი 2015 22:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არც მე მომბეზრდება ამ თამაშის განხილვის ყურება და საერთოდ ამ დღის გახსენება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2015 22:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატამ ჩაატარა, არც ერერამ დააკლო. საერთოდ ეს ორი როცა მოედანზეა საქმე ყოველთვის კარგად მიგვდის შეტევაში. მატა ფლანგზე დგას მაგრამ მაინც კარგია. წიანზე იმდენად კარგი ვერ იყო მაგრამ ეხლა საუკეთესო თამაში ჩაატარა

მთლიანად გუნდი იყო კარგი და დე ხეას ის ბურთი რომ დაეძრო იდეალური ანაგრიშიც იქნებოდა
0
№4
ავტორი: Count Alucard
23 მარტი 2015 22:28
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო თავისუფლად, მაგრამ მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ, თან ენფილდზე გამარჯვბეა ყოველთვის ყველაზე სასიამოვნოა, იმედია სიტის და არსენალს მოვუგებთ და მერე უკვე პრობლემა აღარ გვექნება არანაირი.
0
№5
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2015 09:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაგ დღეს სრული კომფორტი და იდელია სუფევდა ჩემს შინაგან სამყაროში lol

ასე თუ გავაგრძელეთ ძაან მაგარი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top