"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ჯეიმს უილსონი სეზონის ბოლომდე "დერბი ქაუნთიში" გაანათხოვროს.
19-წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში ორჯერ მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ ვან გაალის გუნდში ის უეინ რუნის, რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს შემდეგ მეოთხე არჩევანია.
ახალგაზრდა ფეხბურთელის პერსპექტივის წარმოსაჩენად ვან გაალი ჯეიმსს სხვა კლუბში გაუშვებს, სადაც პრაქტიკის მიღებას შეძლებს.
"დერბის" ადრე უილსონის შეძენა სურდა, თუმცა 21-წლამდელთა გუნდში ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და კლუბმა შეძენაზე უარი განაცხადა.
26 მარტს ჩემპიონშიპის კლუბებს ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანის უფლება ერთმევათ, ამიტომ ვან გაალი ინგლისელს მიმდინარე კვირაშივე გაუშვებს.