"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მაიკლ კერიკი მოხარულია "ენფილდის" სამი ქულით დატოვებით და შედეგს "დიდ გამარჯვებას" უწოდებს.
ერთ წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მაიკლ კერიკმა კიდევ ერთხელ დაამატკიცა თავისი მნიშვნელობა გუნდისთვის. მისმა კარგმა თამაშმა ვან გაალის შეგირდებს "ლივერპულის" დამარცხებაში ხელი შეუწყო.
"ენფილდი" არის ადგილი, სადაც უნდა მოიგო, უდიდესი მატჩია. მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიმყოფებით ჩვენ, ან ისინი, მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ მას ამჯერად დამატებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენს მახლობლად იყვნენ, ასე რომ, დიდი გამარჯვებაა.
პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ. ისინი ყოველთვის ახდენენ ზეწოლას და მატჩს მაღალ ტემპში თამაშობენ, მაგრამ ბურთი წავართვით, საოცარი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მრავალი პრობლემა შევუქმენით. პირველ ტაიმში დამსახურებულად დავწინაურდით."
მატჩის გმირი ხუან მატა გახდა, რომელმაც "მერსეისაიდელებს" ორი გოლი გაუტანა და ეს ლამაზ სტილში გააკეთა.
"ვფიქრობ, მეორე გოლი ფანტასტიკურად გავიდა. პირველიც კარგი იყო, არ უარვყოფ, რადგან კარგად მიიღო და მარჯვენა ფეხით გაიტანა, მაგრამ მეორე სანახაოვრივად გამორჩეული იყო. დარწმუნებული ვარ ამას დაიმახსოვრებს და რამდენიმეჯერ გამოიყენებს." - განაცხადა კერიკმა.