"დორტმუნდის ბორუსია" მზად არის განიხილოს შეთავაზებები მათს ჰუმელსის თაობაზე, რომლის მიმართ დიდ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.
იმ მომენტიდან, როცა ვან გაალი "იუნაიტედის" მენეჯერი გახდა, 26 წლის გერმანელის სახელს რეგულარულად უკავშირებენ ამავე კლუბს, მაგრამ ამ დრომდე "დორტმუნდმა" შეძლო ყველა წინადადების დაბლოკვა და მათსის შენარჩუნება.
თუმცა, ზაფხულის სატრანფერო პერიოდში "დორტმუნდი" მზად იქნება გაასხვისოს თავისი კაპიტანი, იტყობინება "ESPN". გერმანელებს არ აქვთ შანსი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის და ამ ნაბიჯით შეეცდებიან ზარალის ანაზღაურებას.
არსებული ხელშეკრულების მიხედვით, ჰუმელს კლუბთან კიდევ ორი წელი აკავშირებს, მაგრამ გერმანელები მზად არიან განიხილონ ყველა შეთავაზება და კაპიტანს გამოეთხოვონ. მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს, ჰუმელსი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.