"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი აცხადებს, რომ საკვირაო შეხვედრაში "ლივერპულის" კარში დანიშნული პენალტის დარტყმა ხუან მატასთვის უნდა მიენდო.
ესპანელის დუბლის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" "ლივერპულს" 1:2 სძლიეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. თუმცა რუნიმ ისევ ვერ მოახერხა "ენფილდზე" გოლის გატანა, რადგან სიმონ მინოლემ 11-მეტრიანი მოიგერია.
მატჩის შემდეგ კაპიტანი გამოტყდა, რომ თანგუნდელისთვის ჰეთ-ტრიკის გაფორმების საშუალება უნდა მიეცა.
"ძალიან გახარებული ვარ გამარჯვების გამო. გულშემატკივრები გასაოცარნი იყვნენ. ხუან მატამ დიდებული გოლები გაიტანა. პენალტი მისთვის უნდა დამეთმო." - დაწერა რუნიმ საკუთარ "თვითერზე"