ლუის ვან გაალი ენფილდზე მოგების შემდეგ მეორე ადგილს უმიზნებს. თამაში საინტერესო მომენტებით იყო სავსე,ხუან მატას 2 გოლისა და სტარიჯის ზუსტი დარტყმის გარდა, იყო სტივენ ჟერარდის წითელი ბარათი და უენი რუნის გაფუჭებული პენალტი.იუნატედმა ამ მოგებით წინ გაუსწრო მეტოქე გუნდებს და დიდი ნაბიჯი გადადგა ოთხეულში შესასვლელად , 5 ქულით გაუსწრრო ლივერპულს და მეორე და მესამე ადგილზე მყოფ სიტისა და არსენალსთან სხვაობა ,შესაბამისად, 2 და 1 ქულამდე შეამცირა.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ მოვიგეთ და ცხრილში ჩვენს ქვემოთ მყოფ გუნდებს შორის სხვაობა გავზარდეთ" - განუცხადა ვან გაალმა MUTV-ს. "ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და მეორე ადგილზე დავასრულოთ სეზონი. ეს მნიშვნელოვანი მოგებაა, რადგან 5 ქულით გავუსწარით ლივერპულს, მაგრამ თუ წავაგებდით, მათ ერთი ქულით ჩამოვრჩებოდით. "
მატამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაიმსახურა, ამას ვან გაალიც დაეთანხმა. ის ამბობს რომ ესპანელი იუნაიტედის საუკეთესო მოთამაშეა უკანასკენლ მატჩებში. "მატამ წინა კვირაშიც კარგად ითამაშა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ და მე არ ვაპირებდი ჩემი საუკეთესო მოთამაშის შეცვლას. როცა ფეხბურთელი კარგად თამაშობს, ის ყოველთვის მოხვდება ძირითადში. მატამ დღევანდელ თამაშში დაგვანახვა, თუ რისი გაკეთება შეუძლია."
"იუნატედისა" და "ლივერპულის" დაპირისიპირება ენფილდზე ვან გაალისთვის პირველი იყო, ჰოლანდილემა აღიარა, რომ ის კმაყოფილია შედეგით.
"მომეწონა ატმოსფერო, ჩვენი ფანები და, რა თქმა უნდა, თამაშის დასაწყისი. მოგება მნიშვნელოვანია არამარტო ფანებისთვისა,ის ჩემთვისაც მნიშვნელოვანია"- იხუმრა მან. "მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ფანების გახარება, ჩვენ მეორედ დავამრცხეთ "ლივერპული" (პრემიერ ლიგაში) და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."