"იუნაიტედის" დღევანდელმა გმირმა, ხუან მატამ "ლივერპულთან" გამართულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირად კარიერაში ეს მისი საუკეთესო შეხვედრა იყო. ესპანელმა ნახევარმცველმა მეტოქესთან გამარჯვების დუბლი შეასრულა, რამაც შეიძლება "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანოს. "ვფიქრობ, ეს ჩემი "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებული საუკეთესო მატჩი იყო და ალბათ ინგლისში ჩატარებული საუკეთესო შეხვედრაც. დიახ, ნამდვილად ასე იყო. ასეთ თამაშში ორი გოლის გატანა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუკეთესო იყო ჩემი მეორე გოლიც. სტივენ ჯერარდის გაძევების შემდეგ ჩვენ მათი დასჯა გვჭირდებოდა და ასეც მოვიქეცით. დღევანდელი მატჩი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გამოდგა, გასული თვეების განმავლობაში სათამაშო შანსები არ მქონია, რაც მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ დღეს ეს შანსი მივიღე და საკუთარი შედეგით კმაყოფილი ვარ" - დაასრულა მატამ.