"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ფეხბურთელი პატრიკ ჰერმანი შეიძინოს, რომლის ფასი 10.8 მლნ. ფუნტია
"წითელი ეშმაკები" 24-წლის ნახევარმცველის დაკვირვებას მიმდინარე სეზონში აწარმოებენ და ზაფხულში მას შეიძენენ.
ჰერმანის სატრანსფერო ღირებულება 14.5 მლნ. ფუნტი იყო, თუმცა გერმანული პრესა ირწმუნება, რომ "ბორუსია" მზად არის ფეხბურთელის ფასი დასწიოს, რადგან კონტრაქტის მიხედვით მას მხოლოდ ერთი წელი რჩება.
2016 წელს ჰერმანი თავისუფალი აგენტი იქნება და შეეძლება კლუბი უსასყიდლოდ დატოვოს.
"იუნაიტედი" შემთხვევით ისარგებლებს და მოთამაშეს ნაკლებ ფასად შეიძენს.