22-03-2015, 08:51
ნანახია: 1776,
კომენტარები: 6
"იუნაიტედში" თამაშის სურვილი სენეგალელმა გამოთქვა
"ლილის" ნახევარმცველს "იუნაიტედი" სურს.
"ლილის" ნახევარმცველი იდრისე გუაი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს.
სენეგალის ნაკრების წევრის სახელს გასულ სეზონში "არსენალს" უკავშირებდნენ, თუმცა თავად ის აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის იმედი აქვს.
"წითელი ეშმაკები" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ, მაგრამ მხოლოდ 5 მლნ. ფუნტის გადახდისთვის არიან მზად, რათა გუაი შეიძინონ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ოცნება იქნებოდა. მათ ყოველთვის ვგულშემატკივრობდი." - განაცხადა სენეგალელმა.
გუაის ანგარიშზე ამჟამად "ლილის" შემადგენლობაში გატანილი 3 გოლია.
წყარო:
metro
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.