გერმანული გაზეთი Bild-ი იტყობინება, რომ "ჰოფენჰაიმი" მზადაა რობერტო ფირმინო დენის პრაეთი ჩაანაცვლოს, რომლის პრემიერ ლიგაში გადასვლასაც ვარაუდობდნენ.
რობერტო ფირმინოთი "არსენალი" და "ლივერპული" ინტერესდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელის შეძენაში ფავორიტობა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიპოვა, "მეთოფეებმა" და "მერსეისაიდელებმა" თავიათი ინტერესის სფერო პრაეზე გაავრცელეს.
როგორც მოსალოდნელია ამ ორ გუნდს არც პრაეს შეძენა გამოუვა, რადგან მას "ჰოფენჰაიმი" გადაიბირებს, რათა ფირმინოს შემცვლელი იპოვოს.
ლუი ვან გაალმა სკაუტებს რობერტოსთვის თვალის დევნება დაავალა და მზად არის 23-წლის ფეხბურთელში 14.5 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
მოთამაშის აგენტმა უკვე განაცხადა, რომ მისი კლიენტი სეზონის მიწურულს ბუნდესლიგასა და გერმანიას დატოვებს და 2014 წლის მარტში მის მიერ გაფორმებული ახალი კონტრაქტი მას ხელს ვერ შეუშლის.