ლუი ვან გაალი იმედოვნებს, რომ უეინ რუნი "ენფილდზე" წარუმატებელ უგოლო სერიას შეწყვეტს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით მესამე ადგილზე მყოფი კაპიტანი "ენფილდზე" თავის გამოჩენას 2005 წლიდან ვერ ახერხებს - უკანასკნელ შემთხვევაში მისმა გოლმა "წითელ ეშმაკებს" 0:1-ით გამარჯვება მოუპოვა.
ვან გაალს იმედი აქვს, რომ რუნი ამ წარუმატებელ შედეგს კვირას შეწყვეტს.
"სამწვრთნელო კარიერიაში ანალოგიური გამოცდილება მქონია. ჰოლანდიაში ვერასდროს ვამარცხებდი ერთ გუნდს, მაგრამ შემდეგ, სხვა კლუბის სათავაში ჩავდექი და მალევე დავიწყე მოგება. იმედი მაქვს, რუნიც შეძლებს ამის გაკეთებას და გაიტანს.
ვიღაც ამბობს, რომ ეს გარკვეული მენტალური ბლოკია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. უეინი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტადიონზე უთამაშია. მეეჭვება გულშემატკივართა ზეწოლის ქვეშ ექცეოდეს." - განაცხადა ვან გაალმა.