ფილ ჯონსი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩის მოლოდინზე საუბრობს.
"ტოტენჰემთან" "წითელმა ეშმაკებმა" შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და მათ არა მარტო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის, არამედ მეორე ადგილზე გასვლის შანსიც მიეცათ.
"მერსეისადელები" 14 დეკემბრის შემდეგ არ დამარცხებულან, თუმცა ფილ ჯონსი მიიჩნევს, რომ ეს მათ არავითარ უპირატესობას არ ანიჭებს.
"ვფიქრობ, თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რას ნიშნავს მატჩი - რა დევს სასწორზე და რას ნიშნავს გულშემატკივართათვის. შესაძლოა ამ სეზონში მოსულმა ფეხბურთელებმა იმდენად არ იციან, მაგრამ კვირას მიხვდებიან!
დიდებული ატმოსფერო იქნება. "ენფილდი" ყოველთვის რთული სათამაშო ადგილია, მაგრამ ეს ჩვენზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივუდგებით მატჩს. იმედი მაქვს, საკმარისი იქნება.
პირველი 5 წუთი ყოველთვის დაძაბულია. ენერგიული, აგრესიული და დიდი ვნების შემცველი. მატჩის ცივ გონებაზე დაწყება კარგი გზაა. ასეთი ტიპის თამაშებში კონცენტრაცია უმნიშვნელოვანესია და "ენფილდზე" აგრესიის გარეშე არ უნდა ითამაშო.
დიდი მატჩია და მას ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როცა საქმე სეზონის მიწურულს ეხება. მაგრამ მოდით ყველაფერი განვსაზღვროთ. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი არ არის და ის ვერც ჩვენს სეზონს შექმნის და ვერც დაამსხვრევს. ამის შემდეგ მოდის კიდევ 8 სხვა მატჩი, რომლებიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი მატჩებია და სეზონსაც სწორედ ისინი შექმნის ან დაამსხვრევს.
არ უარვყოფ, რომ მნიშვნელოვანი მატჩია, ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ეს დიდი შეხვედრაა ჩვენთვის და გულშემატკივრისთვის, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ წინ კიდევ რვა მატჩია, რომლებიც ჩვენს სეზონს გადაწყვეტს. იმედი მაქვს, იმ მატჩებში უკან მოტოვებული გამარჯვებებით გავალთ და ამას კვირის შეხვედრიდან დავიწყებთ." - განაცხადა ჯონსმა.