ლუი ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ მოიპოვა მარუან ფელაინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი.
ბელგიელმა ნახევარმცველმა ბოლო 6 შეხვედრიდან 5 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო "სანდერლდენთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა. წინა კვირას "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მის მიერ გატანილი გოლი კი სეზონში მე-5 აღმოჩნდა მარუანისთვის.
ნახევარდაცვის ცენტრიდან თავდასხმის ხაზში მოქმედების ფონზე მარუანი "იუნაიტედს" ფიზიკურ და საჰაერო უპირატესობას უქმნის. ვან გაალი ხსნის, თუ რატომ არის ბელგიელი მისი გუნდის უცვლელი წევრი. "მას აქვს უნარი, რომელსაც ახლა დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ თამაშობს. ის ასევე მაძლევს გუნდის ბალანსს და ეს მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის, რომელიც გუნდის ბალანსს ეძებს. ვფიქრობ, მარუანი მაღლა და მაღლა უნდა თამაშობდეს, ხოლო მაიკლ კერიკი სიღრმეში.
პრეს-კონფერენციის დროს არაერთხელ ვთქვი, რომ მას მოწინააღმდეგეზე ზეწოლის მოხდენით მათი დამარცხების პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. ესეც წვლილია, მას უამრავი სხვა წვლილი აქვს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარია." - განაცხადა ვან გაალმა.