"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ ინსმა განაცხადა, რომ რაიან გიგზს არავითარი შანსი არ აქვს "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის რანგში ლუი ვან გაალის მემკვიდრე გახდეს.
მიმდინარე კვირას ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ "იუნაიტედი" მისი უკანასკნელი სამუშაო იქნება.
ვან გაალის კონტრაქტი 2017 წელს იწურება და შესაძლოა "იუანიტედის" ხელმძღვანელობას მალე მოუხდეს მისი შემცვლელის პოვნა.
სავარაუდო კანდიდატად ვან გაალის ასისტენტს, რაიან გიგზს მოისაზრებენ, თუმცა ინსის თქმით მას ამის შანსი არ აქვს.
"გიგზს არავითარი შანსი არ აქვს. უნდა წახვიდე კლუბში, სადაც ისწავლი და გამოცდილებას მიიღებ. რაიანი "მანჩესტერ იუანიტედისთვის" მზად არ არის." - განაცხადა ინსმა.
ყოფილი ფეხბურთელი ასევე თვლის, რომ "წითელ ეშმაკებს" როი კინი, "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი ჩაიბარებს.
"იუნაიტედის" გასაწვრთნელად ფართო მხრები და კრიტიკის ატანის უნარი უნდა გქონდეს. როის აქვს ფართო მხრები და ფსიქოლოგიურადაც ძლიერია. ზეწოლას არ ნებდება. უმოძრაო სახე აქვს და ნერვებს არასდროს ამჟღავნებს. მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ არ შეიძლება კინი დაბრუნდეს "იუნაიტედში" მწვრთნელის რანგში." - დაასრულა ისნმა.