თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2015, 11:00
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2652,
კომენტარები: 13
აირჩიე შენი შემადგენლობა
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


როგორც ამბობენ გამარჯვებულ გუნდს არ ცვლიან, თანაც ისეთი გამარჯვების შემდეგ, როგორიც "იუნაიტედმა" გასულ ტურში მოიპოვა. გუნდის თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო, რათა მეტოქე დაემარცხებინა და შედეგმაც არ დააყოვნა. დაცვის ხაზმა შესანიშნავად იმოქმედა და ერთი კითხვის ნიშანიც არ გაუჩენია, ამიტომ მათ შეცვლას არც მე და სავარაუდოდ არც ლუი გეგმავს - პლუს ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სავარაუდო შემცვლელები: მარკოს როხო და ლუკ შოუ, როგორც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, სათამაშოდ მზად არ არიან. იმედი მაქვს საკვირაო შეხვედრაშიც ისევე მშვიდად და თავდაჯერებულად იმოქმედებს ეს ოთხეული.

ნახევარდაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ვან გაალმა, როგორც ჩანს მოედნის ცენტრში იდეალური დუეტი იპოვა. კერიკმა და ერერამ საუცხოო პირველი ტაიმი ჩაატარეს და "დეზების" ნაქები ნახევარდაცვა მთლიანაც ჩაყლაპეს, მათ ფელაინიც ხშირად ეხმარებოდა, რომელიც ჩემი აზრით, დამსახურებულად დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. ეს სამეული "ლივერპულთანაც" ძალიან პროდუქტიული იქნება, თუმცა საკითხავია როგორ წარმოაჩენს თავს ბელგიელი შკრტელის წინააღმდეგ. რაც შეეხება ფლანგებს: ალბათ ყველას გაუკვირდება იანგის არ ყოფნა, მაგრამ ჩემი აზრით ამჯერად სწორედ დი მარიას გამოყენება სჯობს, თანაც მარცხენა ფლანგზე, რადგან სწორედ ეს პოზიცია მიმაჩნია არგენტინელისთვის საუკეთესოდ. სწორედ იქ თამაშისას გაიტანა გოლები და გააკეთა უმეტესობა საგოლე გადაცემებისა, ინგლისში გადაბარგების შემდეგ.

მართალია, ხუან მატას საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, მაგრამ მისმა მოედანზე ყოფნამ შეტევები ერთი-ორად ააჩქარა და კრეატიული გახადა, თანაც იმის კვალობაზე, რომ ესპანელი თითქმის 2 თვე მხოლოდ 10-15 წუთ, სათამაშო დროს იღებდა.ალბათ ყველას გვახსოვს მისი თამაში "ოლდ ტრაფორდზე", "ლივერპულის" წინააღმდეგ, ხუანი უბრალოდ შეუდარებელი იყო.

თავდასხმა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ალბათ ამ პოზიციაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, უეინ რუნიმ 6 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო, მას შემდეგ რაც შეტევაში დაბრუნდა.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი, კერიკი, ერერა, მატა, ფელაინი, დი მარია, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა
აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
13 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
21 მარტი 2015 11:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი იდეალურია დღეს დღეობით. მირჩევნია რაფაელი იდგეს ვალენსიას მაგივრად, მაგრამ უთამაშელი რაფაელი არაფრით არაა მეტი ნათამაშებ ვალენსიაზე. ან შეიძლებოდა ფელაინის მოხსნა და უფრო სწრაფი ნახევარდაცვის ქცევა, მაგრამ თუ ისევე ჩაატარა როგორც წინა ტურში მაშინ ბადალი არ ჰყავს.
0
№2
ავტორი: გაბადაძე
21 მარტი 2015 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Nu iangis chanacvleba kargia dimariati tu isev ar ifafxurebs da imedia shecvkaze mainc vnaxav rafaels
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: RojoDiablo
21 მარტი 2015 11:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687


ეს არის ჩემი შემადგენლობა და ვიტყვი რატომ.

მესმის, რატომ გადაწყვიყა ლაშამ, რომ მარცხენა ფლანგს დი მარია დაიკავებს, მაგრამ არ მჯერა მე ამის. იანგი კარგ ფორმაშია და ლუის ძალიან მოსწონს მისი თამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავჯერ ჰქონია მისი ალტერნატივა, მაგრამ არ ცვლიდა.

ეშლი ითამაშებს, აი მატას ყოფნა კი მეეჭვება. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა ხუანი აჩერებდა შეტევას წინა მატჩში. ალბათ, იმიტომ მომხვდა თვალში, რომ განსაკუთრებით მას ვაკვირდებოდი, მაგრამ ვან გაალიც დაინახავდა ამას. დაცვით ფუნქციებში არც ხუანი ბრწყინავს, მაგრამ ამ მხრივ შეიძლება ითქვას დი მარიას სჯობია, თუმცა მორენოსთან ლუი მას არ დააყენებს. უკეთესი იქნებოდა არა ფლანგელის, არამედ გამთამაშებლის როლი მოერგო, თუმცა ჯიუტად ცდილობს ლუი იქ ფელაინის საშუალებით ბურთის დაჭერას ეცადოს. წინა თამაშში გაამართლა, მაგრამ ხვალ ისევ ბევრი საწუწუნო გვექნება.

დაცვის ხაზში კი ბლინდი ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმიტომ დგას, რომ არც როხოა ჯანმრთელი, არც შოუ და ერთადერთი ვარიანტი სწორედ ის რჩება. თუმცა მგონია, რომ როცა შოუ ან როხო დაბრუნდებიან ბლინს ისევ შეწევს ცენტრში და ერერას ისევ სკამზე დასვამს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 მარტი 2015 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი მე პირადად საერთოდ არ შევცლიდი იმ შემადგენლობას რაც ტოტენჰემთან ითამაშა. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მარცხენა ფლანგზე იანგი დაიწყებს. ნათქვამია ცოდვა გამხელილი სჯობსო და მეც ვიტყვი ,რომ ამ ეტაპზე ჯობია იანგი იდგეს ვიდრე დი მარია- ნამდვილად არ მეგონა ამ სიტყვებს ოდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ასეთია. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს აქ შეიძლება დი მარიას გამწესება, მაგრამ რა ვქნა მე მატას თამაში უფრო მომეწონა ტოტენჰემთან, ვიდრე დი მარიას ყველა თამაში ერთად აღებული მარჯვენა ფლანგზე. მატა ნამდვილად არაა ვინგერი, მაგრამ უაზროდ არ აწოდებს დი მარიასგან განსხვავებით და უკანაც იწევს როცა საჭიროა, ნუ მატა პრინციპში შენც მარჯვენა ფლანგზე გიყენია wink
0
№5
ავტორი: Goginashvili777
21 მარტი 2015 13:54
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ზუსტად ვიცი, რომ იგივე შემადგენლობა იქნება რაც ტოტენჰემთან. ერთი რისი შეცვლაც შეიძლება არის ის, რომ დი მარია დადგეს მატას ადგილას..
ისიც ცნობილია,რომ არ იქნება არც როხო და არც შოუ, რაც დაცვის იმავე ოთხეულის დაყენებას გვამცნობს..

ჩემი სურვილი იქნება, რო ყველაფერი იგივე იყო და მაინც და მაინც თუ საჭირო გახდა დი მარიას თამაში, ათამაშოს ფელას ნაცვლად და მატა 10 იანზე გადაიწევს request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: Count Alucard
21 მარტი 2015 14:24
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იანგი იქნება ძირითადში მაგრამ მატას მაგივრად თU დი მაირას ნაცვლად ეგ არ ვიცი, დანარჩენში გეთანხმები ლაშა.
0
№7
ავტორი: N10
21 მარტი 2015 14:30
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
კი ძალიან გინდათ მატა მარა ამ პერიოდში დიმარია უფრო დაგVჭრიდება თუ 2 საყრდენით ვიტამაშებთ
0
№8
ავტორი: Jubo
21 მარტი 2015 15:29
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჩემი აზრით დი მარია სასტარტოდან არ დაიწყებს, იანგს დააყენებს. ზუსტად იგივე შემადგენლობას ველოდები, რაც ტოტენჰემთან იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: GeorgeBest
21 მარტი 2015 15:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინი აუცილებლად იქნება. ძალიან მინდა ეგ პოზიცია მატამ დაიკაოს მარა არამგონია. შეიძლება ვერც მოხვდეს სასტარტოში თუ დი მარია დააყენა. იანგი იქნება ჩემი აზრით, ხვალაც თუ ისევ კარგად ითამაშა ძირითადიდან მაგის ამოგდება გაუჭირდებათ

ვერავინ იფიქრებდა მაგას მარა ბოლო თამაშებში კარგია. მაინც იანგია დ აიკისრებს რამეს, უბრალოდ ხვალ არაფერი მიქაროს
0
№10
ავტორი: temo-scholes
21 მარტი 2015 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
dimarias magivrad iangi iqneba sastartoshi...:) shecvlaze ki falkao, dimaria da rafaeli minda:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top