Sky Sports-ის ექსპერტი პოლ მერსონი "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს.
"რა თქმა უნდა, შეხვედრის ფავორიტი "ლივერპულია". უფლება არ აქვთ დამარცხდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში სხვაობა გაიზრდება. გასულ უქმეებზე ლუი ვან გაალის შეგირდების თამაში მათი საუკეთესო მატჩი გამოდგა მიმდინარე სეზონში. მიუხედავად ამისა, თუ "ლივერპული" მოწინააღმდეგის შეტევების ჩახშობას დასაწყისშივე მოახერხებს, "იუნაიტედს" პრობლემები შეექმნება. მიუხედავად კვირას ნაჩვენები თამაშისა, ვფიქრობ, "ლივერპული" გაიმარჯვებს."