რადამელ ფალკაოს ყოფილი აგენტი გამოტყდა, რომ კოლუმბიელს არაერთხელ დაუჩივლია "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი მდგომარეობის გამო და იტირა კიდეც.
29-წლის ფორვარდი ლუი ვან გაალის ნდობით ვერ სარგებლობს, მცირე ხნის წინ კი რადამელს "იუნაიტედის" რეზერვებში მოუწია თამაშმა.
სწორედ სარეზერვო გუნდში თამაშამდე მიმავალ გზაზე რადამელმა თავისი ყოფილ აგენტს სილვანო ესპინდოლეს დაურეკა და ესაუბრა.
"როცა რეზერვების რიგებში სათამაშოდ მიდიოდა, დამირეკა. სანამ სტადიონს მიაღწევდა, 20 წუთის განმავლობაში მესაუბრა და მითხრა: "ასეთი რამ არასდროს გამომიცდია, არ ვიცი რა გავაკეთო ასეთ სიტუაციაში. ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება."
ბევრს ვლაპარაკობთ. არ ვაპირებ ვთქვა, რომ ბედნიერია, რადგან ასე არ არის. ერთად ბევრჯერ გვისაუბრია და გვიტირია. რთული სიტუაციაა, რადგან თითოეულ ფეხბურთელს სურს თამაში და გოლების გატანა. ეს ნორმალურია.
მაგრამ ახლა ის ვერ იტანს, არადა ეს მისი თამაშის ნაწილია. საუკეთესო ფორმას იღდგენს. როცა ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ასეთი რამ ყველა თავდამსხმელს ემართება, რომ ამ რთულ დღეებს გადალახავს, ყველა დიდ თავდასხმელს აქვს ასეთი პერიოდი. როცა გოლებს ვერ იტან, ზეწოლას გრძნობ." - განაცხადა ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა.