სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 30-ე ტური თარიღი: კვირა, 22 მარტი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი მატჩის დასაწყისი: 17:30, (ჩვენი დროით)
"ლივერპული"
ტრავმირებულები: აიბი, ფლანაგანი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: ლეივა განაცხადი: Jones, Mignolet, Ward, Johnson, Jose Enrique, Lovren, Manquillo, Moreno, Sakho, Skrtel, Toure, Williams, Allen, Can, Coutinho, Gerrard, Henderson, Lallana, Lucas, Markovic, Balotelli, Borini, Lambert, Sterling, Sturridge. ბრენდან როჯერსის თქმით, "იუნაიტედთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწრო ლუკას ლეივამ, თუმცა ის ჯერ მხოლოდ ახლახანს შეუდგა ვარჯიშს და მისი მონაწილეობა მატჩში საეჭვოა. ავადმყოფობის შემდეგ დაბრუნდა მარიო ბალოტელიც, რომელმაც "სუონსისთან" მატჩი გამოტოვა.
ინგლისის თასზე მიღებული წითელი ბარათით გამოწვეული დისკვალიფიკაცია მოიხადა ანხელ დი მარიამ და "იუნაიტედს" დაუბრუნდა, ხოლო ჯონი ევანსის დაბრუნება მინიმუმ 4 მატჩში შეუძლებელია. მცირე დაზიანებები აღენიშნებათ ლუკ შოუსა და მარკოს როხოს, რომლებიც ვან გაალის თქმით მატჩს დიდი ალბათობით სათადარიგოთა სკამზე დაიწყებენ. რობინ ვან პერსი კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პატარა ვარჯიშებს აკეთებს.
"ლივერპული"
მე-5 ადგილი, 54 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-მ-მ-მ-მ-მ
"ლივერპული" ერთადერთი გუნდია, რომელიც 2015 წელს არ დამარცხებულა. 1 იანვრის შემდეგ ბრენდან როჯერსის გუნდმა შესაძლო 30-დან 26 ქულა აიღო.
"მერსეისაიდელებს" პრემიერ ლიგის ბოლო 13 მატჩში არ წაუგიათ. უკანასკნელი მარცხი დეკემბერში "იუნაიტედთან" განიცადეს, როცა 3-0 განადგურდნენ, რაც მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია.
არ დამარცხების შემთხვევაში "ლივერპული" მიმდინარე სეზონში ყველაზე გრძელ წაუგებელ სერიას გაიმეორებს, რომელიც 14 მატჩს დაითვლის.
ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ბრენდან როჯერსის შეგირდები "წითელი ეშმაკების" გადასწრებას მოახერხებენ და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდებიან.
ყველა ტურნირი ჩათვლით "ლივერპული" "ენფილდზე" გამართულ ბოლო 14 მატჩში არ მარცხდება - 7 მოგება, 7 ფრე.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 56 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-მ-წ-მ-მ-მ
"იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 19 მატჩში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა - 13 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.
თუმცა ვან გაალის გუნდმა ბოლო 7 გასვლით შეხვედრაში შესაძლოა 21 ქულიდან მხოლოდ 10 ქულა აიღო.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ლივერპული"
წამყვანი ბომბარდირი: ჯერარდი - 10 გოლი (6 ლიგაში).
ჩემპიონატში "ლივერპულის" ბოლო სამ მატჩში ანგარიშს ჯორდან ჰენდერსონი ხსნიდა.
მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მეკარე სიმონ მინოლემ 12 "მშრალი" მატჩი ჩაატარა. მხოლოდ "საუთჰემპტონის" მეკარე ფრეიზერ ფორსტერს აქვს უკეთესი შედეგი - 13 მატჩი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში დანიელ სტარიჯმა ორი გოლი გაიტანა.
სტივენ ჯერარდს "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 13 გოლი (11 ლიგაში).
უეინ რუნის პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" 250 გატანილ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (169 გოლი, 81 საგოლე გადაცემა).
"იუნაიტედის" კაპიტანმა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
როცა გუნდის შემადგენლობაში მაიკლ კერიკი თამაშობდა (15 მატჩი), მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" ერთ მატჩში საშუალოდ 2.2 ქულა აიღო, ხოლო როცა კერიკი არ თამაშობდა, მხოლოდ 1.6 ქულა.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 191-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 79-ჯერ იზეიმა, "ლივერპულმა" 64-ჯერ, ხოლო 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"ენფილდზე" გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში "ლივერპულმა" მხოლოდ 1 წააგო.
"მანჩესტერ იუნაიტედს" "ენფილდზე" პრემიერ ლიგის ყველა სხვა გუნდზე მეტი გამარჯვება (10) აქვს მოპოვებული.
უკანასკნელი 29 შეხვედრიდან "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა ფრე. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2000 წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა.
წინა წელს "ენფილდზე" გამართულ მატჩში "ლივერპულმა" 1-0-ით იმარჯვა და ეს ბოლო 8 მატჩში მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, როცა "იუნაიტედმა" "ენფილდზე" გოლის გატანა ვერ მოახერხა.
პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის მატჩში სულ 15 წითელი ბარათია ნაჩვენები. პრემიერ ლიგის არსებობის განმავლობაში უფრო მეტი გაძევება მხოლოდ მერსეისაიდულ დერბიში მომხდარა - 20.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები