ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ლივერპულთან" დაპირისპირებით სიამოვნებას იღებს და ფეხბურთელებს მოუწოდა კვირის მატჩში ზედმეტი ემოციების გამოხატვას მოერიდნონ.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა პირველი წრის მატჩში უკვე მოახერხა მერსეისაიდელების დამარცხება 3-0 და იმედოვნებს, რომ კიდევ მოახერხებს სამი ქულის მოპოვებას.
პრეს-კონფერენციის დროს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ამის იმედი: "დიახ, როცა ვიმარჯვებ, სიამოვნებას ვიღებ და როცა ვმარცხდები, ვერ ვიღებ, განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. არ შეიძლება დამარცხება, თორემ "ლივერპული" გადაგვასწრებს და ეს კარგი არ იქნება. სხვათაშორის, ეს გადამწყვეტია."
როცა ჰკითხეს, მოედანზე 11 ფეხბურთელის შენარჩუნების შესახებ, ვან გაალმა უპასუხა: "საკუთარ ფეხბურთელებს ყოველთვის ვაფრთხილებ წითელი ბარათების შესახებ, რადგან ეს ყოველთვის ცუდია. შესაძლოა მსაჯი აღმოჩნდეს პირობებში, როცა გარემო მისთვის რთულდება. მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა აკონტროლონ საკუთარი ემოციები, როცა არასწორ გადაწყვეტილებას იღებს მსაჯი.
მაგალითად, ინგლისის თასზე "არსენალთან" მატჩის წინ მომზადებისას მოთამაშეებს ემოციურობის შესახებ ვესაუბრე. ანხელ დი მარიამ წითელი ბარათი მიიღო და "არსენალის" ფეხბურთელბმაც დაიმსახურეს წითელი ბარათი, მაგრამ მსაჯმა მათი მოთამაშეები დაინდო. ცოტა იღბალიც გჭირდება."
ვან გაალმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომდევნო მატჩისთვის რაიან გიგზისა და პირველი გუნდის მზარეულის მაიკ დონელის მხარდაჭერა: "რაიან გიგზი "ლივერპულის" ანალიზს ახდენს ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ასევე მაიკიც საუბრობს მათთან მთელი კვირის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მზადების ნაწილია. ასეთი ხალხი - რაიანი და მზარეული მაიკი - ფეხბურთელებს საკვირაო ბლოკბასტერის მნიშვნელობას ახვედრებენ. ვფიქრობ, თითოეულმა მოთამაშემ იცის მატჩის მნიშვნელობა." - განაცხადა ვან გაალმა.
ლუი ვან გაალი თვლის, რომ "იუნაიტედმა" "ტოტენჰემთან" მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ მისი შედეგი მნიშვნელობას დაკარგავს, თუ მომდევნო მატჩს წააგებს: "ვფიქრობ, ნებისმიერი გამარჯვება უკეთესია, ვიდრე ფრე ან წაგება. "ტოტენჰემთან" მატჩი კარგად დავიწყეთ, შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ასეთი თამაში ფეხბურთელებს წაადგა. მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, თუ მომდევნო მატჩს აგებ. მომდევნო შეხვედრა, კი "ლივერპულთან" გვაქვს და "იუნაიტედი" გასვლაზე იშვიათად ახერხებს მის დამარცხებას. ამიტომ თუ ლივერპულშიც ასეთივე თამაშს ვაჩვენებთ, იდეალურ მატჩს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით."