მაიკლ კერიკმა თავისი მოქმედი კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა, რაც მას საშუალებას აძლევს, 2016 წლის ივნისამდე კლუბში დარჩეს.
33 წლის კერიკმა თავისი სადებიუტო მატჩი 2006 წელს ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში. მის ანგარიშზე 376 ჩატარებული მატჩი და 22 გოლია. მაიკლს პრემიერ ლიგის 5, ლიგის 1, ჩემპიონთა ლიგის 1 და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1 თასი აქვს მოგებული.
ლუი ვან გაალმა განაცხადა: "მოხარული ვარ, რომ მაიკლმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ის თამაშის საუკეთესო მკითხავია და მისი უნარები საშუალებას მაძლევს ის მრავალგვარად გამოვიყენო. ჩემი ვიცე-კაპიტანია და მისი პროფესიონალიზმით მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ მოხიბლული ვარ. ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი შთაგონებაა."
თავად მაიკლ კერიკმა კი შემდეგი განცხადება გააკეთა: "შესანიშნავია იმის ცოდნა, რომ ამ საოცარ კლუბთან ერთად საოცარი მოგზაურობის გაგრძელება შემიძლია. სიამოვნმებას ვიღებ ჩემი თამაშით და ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდის მიერ ნაჩვენები პროგრესით. თითოეულ ჩვენგანს სურს ეს კლუბი დააბრუნოს იქ, სადაც მისი ადგილია და მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შევეჭიდოთ."