თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2015, 21:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1959,
კომენტარები: 10
როხო და შოუ სათადარიგოში მოხვდებიან
ლუი ვან გაალის ცნობები მცველების შესახებ.
როხო და შოუ სათადარიგოში მოხვდებიან
ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მარკოს როხო და ლუკ შოუ საკმარისად ჯანმრთელები არ არიან და "ენფილდზე" შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე მოხვდნენ.

"არ ვფიქრობ, რომ საკმარისად ჯანმრთელები არიან, მაგრამ შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე მოხვდნენ. უნდა ვნახო, როგორ არიან."
- განაცხადა ვან გაალმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე.

ვან გაალმა ისიც დაადასტურა, რომ რობინ ვან პერსის გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება და ის მხოლოდ პატარა ვარჯიშებს აკეთებს.

"დღეს პირველად მოხვდა სავარჯიშო სესიაზე, ასე რომ, მცირე პროგრესი მასაც აქვს."

ვან გაალი შესანიშნავად აცნობიერებს მატჩის მნიშვნელობას და იმასაც ხვდება, რომ გულშემატკივარს მთელი სამი ქულა სურს, რაც ასევე ვან გაალის სურვილია.

"მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია - განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. ვიცი, რომ გულშემატკივრები მათ მტრებად მიიჩნევენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ მინდა "ლივერპულის" დამარცხება. ისინი ორჯერ უკვე დავამარცხეთ (წინასასეზონო ტურნეზე), მაგრამ ასევე ვიცი, რომ ლიგაში ბოლოს ჩვენთან დამარცხდნენ - დიდი ხნის წინ. ძალიან ძნელი იქნება." - დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 მარტი 2015 21:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა ის ლივერპული არ გვხდება რომელიც ტურნეზე შეგვხვდა და ოლდ ტრაფორდზე მოვიდა

ენფილდზე ძალიან რთული იქნება თამაში დ ამითუმეტეს 3 ქულის აღება. ყველაფერი უნდა გააკეთონ ამისთვის
0
№2
ავტორი: dachi_mu
20 მარტი 2015 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გიორგი,
პრინციპში აქ რო შევხვდით უკვე კაი გუნდი იყო,უამრავი მომენტები შეგვიქმნეს მარა დე ხეამ არაფერი გაუშვა იმ დღეს love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 მარტი 2015 22:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
კაი კი არა მაგრადაც გვჯობდნენ, უბრალოდ დავიდი იყო გმირი იმ დღეს და მათგან განსხვავებით ჩვენ სტერლინგისნაირი ჩლუნგი (გოლების გატანაში) არ გვყავს თავდასხმაში, რომ არაფერი ვთქვა ბალოტელიზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: dachi_mu
20 მარტი 2015 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
ხოო ბაზარი არაა მარა ხო დავხუჭეთ თვალები 3-0-მა ეგრე იცის :)
0
№5
ავტორი: AkkRed
20 მარტი 2015 23:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არც ჩვენ ვარ ისეთი როგორ ოლდ ტრაფორდზე ვიყავით
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 მარტი 2015 23:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდის დაცვის სიცუდე ვერ დავინახეთ იქ. მაგრამ მას შემდეგ ბევრი მატჩი გავიდა და დაცვამაც ბევჯერ აჩვენა თავი დადებითად. თუმცა ეს უბრალოდ ცალკეული სურათებია და არავითარი გარანტია იგივე შედეგისა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: A.HERRERA
20 მარტი 2015 23:47
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
გეთანხმებით ისეთები არვართ როგორებიც ვიყავით მაშინ
0:2 მგონია რატომღაც ეს თამაში
0
№8
ავტორი: Jubo
21 მარტი 2015 00:32
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
როხოს ჯონსი შეცვლის, ბლინდმა მშვენივრად ითამაშა მარცხენა ფლანგზე ტოტენჰემთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: dachi_mu
21 მარტი 2015 03:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
ხო იცი მე მემგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც ძველი მანჩესტერული გვარდიის სჯერა.. რო შევხედოთ სატურნირო ცხრილს არც ისე ბევრი გოლი გვაქვს გაშვებული..ეს სტატისტიკა.. მაგრამ ყველამ ვიცით რო ეს 99%-ით დე ხეას დამსახურებაა.. მარა ჩემ "ძმაკაცს " რო ვესესხო ერთი ორი სიტყვა მეკარე იმისთვისაა კარში რო ბურთი აიღოს.. არც ისე ფარჩაკი დაცვა გვყავს ზოგს რო გონია.. ასე რომ მოდი გადავკუზოთ ლივეერპული რა.... am
0
№10
ავტორი: RojoDiablo
21 მარტი 2015 03:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
არა, იმას არ ვამბობ, რომ დაცვა ახლაც იგივეა, რაც მაშინ იყო. მხოლოდ იმას გავუსვი ხაზი, რომ მაშინ საშინელ მდგომარეობაში იყო დაცვა და ასეთი რამის დაშვება შეუძლებელია. არც ახლა გვაქვს იმის გარანტია, რომ მსგავს რამეს არ წავაწყდებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top