"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მოგვითხრო, თუ როგორ ემზადება მისი გუნდი მატჩებისთვის.
ჰოლანდიელ სპეციალისტს იცნობენ, როგორც წვრილმანებისადმი დიდი ყურადღების მიმქცევ ადამიანს - სწორედ აქიდან გამომდინარე ირჩევს ლუი თავის თანაშემწეებს და მოგვითხრობს, თუ ვის რა როლი ეკისრება სამწვრთნელო შტაბში.
"მზადება იწყება სკაუტისგან, პოლ ბრანდისგან, რომელიც მოწინააღმდეგის ანალიზს ახდენს და მარსელ ბოუტთან ერთად მთელს სურათს წარმოგვიდგენს. მარსელი ყოველთვის მიდის მოწინააღმდეგის მატჩზე ორი კვირით ადრე, რადგან მაშინ იმავე პირობებში ვთამაშობთ სახლშიც და გასვლაზეც.
რაიან გიგზი მარსელ ბოუტისა და პოლ ბრანდის მიერ არჩეული სურათიდან გამომდინარე მოთამაშეებისთვის ამზადებს პრეზენტაციას. შემდეგ, ანალიზის ჩატარების დროს თამაშის გეგმას ვადგენთ. შემდეგ კი ამ გეგმას განვიხილავთ.
მომდევნო დღეს გეგმა მოთამაშეებს უნდა წარვუდგინოთ. ამას აკეთებს გიგზი, ამიტომ ხდება კიდევ ერთი შეხვედრა მოთამაშეებთან. ისინი უღრმავდებიან, ჩვენ ვხსნით. შემდეგ მივდივართ სავარჯიშო მოედანზე და გეგმას 11 11-ზე თამაშით ვამუშავებთ. რაიან გიგზი მოწინააღმდეგეს თავკაცობს. მათ ანალიზს ის ახდენს.
ალბერტ სტეივენბერგმა ჩემი გუნდი უნდა გაწვრთნას. სხვადასხვა შაბლონებს ვამუშავებთ. სავარჯიშო მზადებას ვიდეოზე ვიღებთ. შემდეგი შეხვედრა - ეს არის "სამოდულო შეხვედრა": მცველებთან, ნახევარმცველებთან და თავდამსხმელებთან ერთად ცალკე ვიკრიბებით. ალბერტი ვარჯიშიდან და წინა მატჩებიდან სურათს არჩევს და დაწვრილებით ხსნის სათამაშო გეგმებს.
სტანდარტები: კიდევ 25 წუთი. ისევ შეხვედრა. აქ მეც ვმონაწილეობ. ამაზე პასუხს ფრანს ჰუკი აგებს, მეკარეთა მწვრთნელი. შემდეგ ვირჩევთ ფეხბურთელებს, რომლებმაც მოწინააღმდეგეები უნდა შეავიწროონ. 25 წუთი.
სასტუმროში ისევ ვხვდებით, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი საქმის გაგება. შემდეგ გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები. მოთამაშეებთან პირად შეხვედრას თავად მე ვაწყობ სასტუმროში ან ჩემს კაბინეტში. ყველა ფეხბურთელთან არა - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვარჯიშობენ, როგორ თამაშობენ.
როცა მოახლოვდება მატჩი, არაფერს ვამბობ, გარდა მატჩის წინ ერთი ფრაზისა. შესვენებაზე ვამბობ, რომ უნდა შევცვალოთ, ან გავაუმჯობესოთ, ან არაფერს ვამბობ, რადგან ყველაფერი ისედაც კარგადაა. ასე ხდება. მატჩის მომდევნო დღეს ალბერტ სტეივენბერგი მატჩის ვიდეოდან ამონაჭრებს აკეთებს. შემდეგ მატჩს ვაანალიზებთ. ალბერტთან ერთად მატჩს განვიხილავთ." - ყვება ვან გაალმა.