თბილისი:
მანჩესტერი:
20-03-2015, 14:43
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2720,
კომენტარები: 11
რუნის გზა გულშემატკივრის გულამდე
გავიხსენოთ კაპიტნის მოღვაწეობა "იუნაიტედში".
რუნის გზა გულშემატკივრის გულამდე
უეინ რუნი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, რომელიც ბევრი "წითელი ეშმაკისთვისაც" კი უღირსი პიროვნებაა, დღესაც აქტიურად განაგრძობს გოლების გატანას წითლების სახელით და გუნდის კაპიტნის სამკლაურსაც ატარებს.

თავს აღარ შეგაწყენთ ყველაფრის თავიდან დაწყებით, ალბათ ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ, საიდან და რა ფასად მოხვდა ეს ცივსისხლიანი მკვლელი ოცნებების თეატრში, მე უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა იმ ორ გახმაურებულ თემას, რომელის იმედიც მაქვს, რომ ტრილოგიად არ გადაიქცევა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ უეინი ტრავმას არ მიიღებდა, და 2010 წლის მსოლიო ჩემპიონატის გამოტოვება არ მოუწევდა. ამან ძირფესვიანად შეცვალა მისი სამომავლო გეგმები და ხმებიც კი გავრცელდა, რომ გუნდიდან წასვლას ითხოვდა, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მაღალი კლასის ფეხბურთელებს არ დაიმატებდა. მიუხედავად ყველაფრისა, რუნიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა, რომელიც გუნდში დარჩენას ითვალისწინებდა და ამ საქციელით ერთგულება გამოხატა, მაგრამ რთულია მილიონობით გულშემატკივარს მხოლოდ ამით დაუბრუნო შენი რწმენა, საქმე მოედანზე ერთი ორად მეტი იყო გასაკეთებელი, რაც აქამდე ვაზას ჰგონდა გაკეთებული. ქვემოთ სწორედ იმ ვიდეოს წარმოგიდგენთ, რომელიც იმ გზას ასახავს, რაც რუნიმ განვლო იმისათვის, რომ ფანების სითბო დაებრუნებინა:



დიახ! მან ეს შეძლო. გულშემატკივარი ძველებურად გაჰყვირის ოცნებების თეატრში მის გვარს. 2010-2011 ის გამორჩეული სეზონი იყო, როდესაც უეინმა თავისი გასაოცარი თამაშით და გოლებით არა მხოლოდ "იუნაიტედის" არამედ მთელი ევროპის საფეხბურთო აუდიტორიას გაახსენა თავი. მან დიდი წლილი შეიტანა ინგლისის პრემიერ ლიგის სარეკორდო მეცხრამეტე ტიტულის მოპოვებაში და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.

მაგრამ დროებით.

2013 წელი ორგვაროვანი გამოდგა "იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის. პრემიერ ლიგის მეოცე ტიტულის მოგების ხალისი, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლის წუხილმა გადაფარა, მაგრამ მხოლოდ ამით არ დამთავრებულა ნახევარი მილიარდი ადამიანის წუხილი. შოტლანიელმა სპეციალისტმა გუნდიდან წასვლისას განაცხადა, რომ რუნიმ ხელახლა მოითხოვა ტრანსფერზე დაყენება, ანუ გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა. ამ "ჭორის" სიზუსტე დღესაც უცნობია, რადგან 2014 წლის იანვრამდე არავითარი ოფიციალური განცხადება არ ყოფილა არც გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან და არც თავად ფეხბურთელმა გაიმეტა თითო ოროლა სიტყვა საკუთარი ფანებისთვის. ამ ამბავსაც მოწერილმა კონტრაქტმა დაუსვა წერტილი, რაც ხუან მატას გადმობირებასთან ერთად ყველაზე კარგი "ნიუსი" გახლდათ დევიდ მოიესის მართველობის დროს, რომლის უღელიც ნაადრევად გადაბრუნდა სერ მატ ბასბის გზაზე. უეინი 5 წლიან კონტრაქტს ხელს აწერს და ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად იქცევა მთელს პრემიერ ლიგაში. მაგრამ ასე ადვილად საქმე როდია, მას ხელმეორედ ელის იმ გზის გავლა, რაც 2010-2011 წლების სეზონში განვლო. მანამ სანამ რუნი კონტრაქტს ხელს მოაწერდა, ყველას ახსოვს ის უღიმღამო გულის აღნიშვნები და გატეხილი თავი, რომელსაც თავსაკრავით იფარავდა. თუმცა არც გატეხილი თავით უყოყმანია რუნის გოლის გატანაზე და ფანებში ნაპერწკალი კვლავ აენთო.

მსუბუქად რომ ვთქვათ, 2013-14 წლების სეზონი "იუნიატედმა" საშინლად ჩაატარა, რასაც ახალი მწვრთვნელის დანიშვნა მოჰყვა. ამასთანავე საკითხი დადგა იმის შესახებ თუ ვინ იქნებოდა გუნდის ახალი კაპიტანი. რობინ ვან პერსი - ლუი ვან გაალის საყვარელი ბიჭუნა თუ უეინ რუნი - რომელსაც ნემანია ვიდიჩის წასვლის შემდეგ მოესის თქმით გარანტირებული ჰქონდა კაპიტნის სამკლაური? ამ ყველაფერს ისიც თანს სდევდა - ფანების გარკვეული ნაწილი ღიად აცხადებდა, გუნდის კაპიტანი არ უნდა ყოფილიყო ის ფეხბურთელი, რომელმაც გუნდიდან წასვლა ორჯერ მოითხოვა. საბოლოოდ ვან გაალმა ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და სამკლაური მაინც "შრეკს" ჩააბარა.


ეს კი ის გზაა, რასაც დღეს გადის უეინ რუნი! ყველაფრისდა მიუხედავად იგი გულშემატკივრის საყვარელ ფეხბურთელად რჩება და აგრძელებს გუნდის სახელით გოლების გატანას. გოლების, რომლებსაც "იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ღირსეულ ლეგენდების ზევით გამოყოფილ ადგლამდე მიჰყავს. დღეს უეინ რუნი სამი დიდი ამოცანის წინაშე დგას და მე, როგორც "იუნაიტედის" რიგით გულშემატკივარს მჯერა, რომ უეინ მარკ რუნი საფეხბურთო კარიერას "მანჩესტერ იუნიატედში", "მანჩესტერ იუნიატედის", ინგლისის ნაკრებისა და პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულებს.

სტატიის ავტორი: დაჩი ქიზიყურაშვილი
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
20 მარტი 2015 14:51
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
საღოლ ავტორ lol მომეწონა და იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი შინაარსის სტატიას ეშლი იანგზეც ვიხილავ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: AkkRed
20 მარტი 2015 15:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საუკეთესო ფეხბურთელია დღევანდელ დღეს.
0
№3
ავტორი: გაბადაძე
20 მარტი 2015 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
პირველი ვიდეო არ ირთვება :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Shrek
20 მარტი 2015 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ძაან მაგარი სიახლეა საღოლ love manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Man United ! ! ! ♥
№5
ავტორი: RojoDiablo
20 მარტი 2015 17:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯანდაბა! დამბურძგლა, თანაც რამდენიმეჯერ love

მახსოვს ის პერიოდი, როცა რუნის წასვლაზე იწერებოდა და რომ შევადაროთ, დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც ახლა დე ხეაზეა ხალხის დამოკიდებულება გაცხოველებული, თუმცა მაინც შეუსაბამო შედარება მგონია.

მარტივად რომ ვთქვა, რას ნიშნავს რუნი ჩემთვის, როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელი, ერთ მატჩს გავიხსენებ ბაიერნთან, რომელიც 3-2 მოვიგეთ, მაგრამ მაინც გავვარდით. მაშინ რუნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა და როცა გვირაბიდან გამოსული მისი თმაგაცვენილი თავი დავინახე, ჩემი ძმა სიხარულისგან წავაქციე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Goginashvili777
20 მარტი 2015 18:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
ჰო ეგ მეც მახსვსოვს დუმბო და ზუსტად მაგ მატჩის შემდეგ შემზიზღდა ვან ბუიტენი. რუნის ტრამვა ჰქონდა დაგამაყუჩებლით გამოვიდა და ის საზიზღარი ნაბოზ**ი სულ ფეხებში ურ***ვდა, ურ***ვდა და თან იმ ფეხზე რომელიც დაზიანებული ქონდა... რუნი ვოლკია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: Count Alucard
20 მარტი 2015 19:03
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გეტყობა, რომ მთელი სული და გული ჩააქსოვე დაჩი lol lol ძალიან ემოციური სტატიაა.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
20 მარტი 2015 21:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრემიერ ლიგის ბომბარდირობამდე შორია მარაინგლისის და იუნაიტედის ბომბარდირობამდე სულ ცოტა დარჩა love
0
№9
ავტორი: giochinio
20 მარტი 2015 23:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
მიბერდება ჩემი კუმირი,ჩემი ვაზა love love love
0
№10
ავტორი: Jubo
21 მარტი 2015 00:30
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგი სტატიაა love
მებრძოლი, ლიდერი, კაპიტანი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top