2013 წელს შეძენილ ურუგვაელში პსჟ-მ 46.5 მლნ. ფუნტი გადაიხადა, თუმცა კავანი თავის საუკეთესო თამაშს ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს.
სერია A-ში ჩატარებულ 104 მატჩში 78 გოლის გატანის შემდეგ კავანიმ "ნაპოლი" დატოვა და ლიგა 1-ში პსჟ-ს რიგებში მის ანგარიშზე მხოლოდ 24 გოლია 56 მატჩში. ამასთან ერთად ის თავდასხმაში ფლანგზე თამაშობს.
"პარკ დეს პრინსზე" მისი მომავალი ეჭვქვეშ დადგა და კავანით "არსენალი" და "იუნაიტედი" ინტერესდებიან.
მაგრამ იტალიური პრესა ირწმუნება, რომ 28 წლის ფორვარდის შეძენა "იუვენტუსსაც" სურს და "ბებერმა ქალბატონმა" უკვე შეამოწმა, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ურუგვაელი.
შეგახსენებთ, რომ კავანის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2018 წელს ეწურება.